“ევროპა თქვენთანაა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი, მომავალ კვირას, სომხეთში ვიზიტს გეგმავს

დღის სიახლეები უცხოეთი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მომავალ კვირას, სომხეთში ვიზიტს გეგმავს, იუწყება გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით.

ევროკავშირის დელეგაცია, მათ შორის, გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი, სომხეთს პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მხარდაჭერის ფარგლებში ეწვევა.

1 ივლისს დაგეგმილი ვიზიტი, რომლის დეტალებიც ჯერ არ არის დაზუსტებული, იმ დროს ხდება, როდესაც ფაშინიანი ცდილობს სომხეთის მოსკოვთან დაშორებას და ევროკავშირთან კავშირების გაღრმავებას ქვეყნის გეოპოლიტიკური მომავლის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა რუსეთის მხრიდან ძლიერი და მუდმივი ზეწოლის ქვეშაა. ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი იქნება, რომელიც უკვე გაწეულ კონკრეტულ დახმარებას დაეყრდნობა“, – განაცხადა ვიზიტის მომზადების პროცესში მყოფმა ევროკავშირის წარმომადგენელმა. მან დასძინა, რომ ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომ „ევროპა თქვენთანაა“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *