FBI-მ ტრამპის დაბადების დღეს თეთრ სახლზე დრონებით თავდასხმა ჩაშალა

დღის სიახლეები უცხოეთი

FBI-მ ტრამპის დაბადების დღეს თეთრ სახლზე დრონებით თავდასხმა ჩაშალა. ამის შესახებ Fox News იუწყება.

ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონები, გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტის დაბადების დღეს, თეთრი სახლის გაზონზე UFC-ის ბრძოლის ჩაშლის მიზნით იყო განკუთვნილი. ღონისძიებას ათასობით ადამიანი დაესწრო.

„სავარაუდო გეგმა ითვალისწინებდა ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონების გაგზავნას ღონისძიების მახლობლად მდებარე შენობებში, რაც მასობრივ ევაკუაციას გამოიწვევდა და ხალხს წინასწარ განლაგებული სნაიპერული ჯგუფისკენ მიმართვას“, – იტყობინება Fox News.

დააკავეს ხუთი ადამიანი, ხოლო გამომძიებლებმა სავარაუდო შეთქმულებაში მონაწილე სულ, 23 პირი გამოავლინეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *