მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ „ნავთობის წვიმა“ წარმოიქმნა

დღის სიახლეები უცხოეთი

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ ხანძრის გამო ე.წ. ნავთობის წვიმა წარმოიქმნა.

ფოტოები, რომლებზეც ასახულია წვიმის შემდეგ დარჩენილი შავი ფენა ნავთობის წვის პროდუქტების მინარევებით, მოსკოვის სიახლოვეს მდებარე დასახლებების, ჟელეზნოდოროჟნისა და ლიუბერცის მცხოვრებლებმა გამოაქვეყნეს. მათი თქმით, იგრძნობოდა დამწვრობის ძლიერი სუნი.

ამასთან, მოსკოვის გარემოს მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, რომ „მოსკოვის ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია დასაშვებ ზღვრულ ნორმებს არ აღემატება“.

დამოუკიდებელი მეტეოროლოგების პროგნოზით, ნავთობის წვის პროდუქტების მინარევებით ნალექის მოსვლა მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *