პუტინს ФСБ-ს ლიდერები და ეროვნული გვარდიის უფროსი სახელმწიფო დუმის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებენ – მედია

დღის სიახლეები უცხოეთი

ФСБ-ს ლიდერები და ეროვნული გვარდიის უფროსი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს სახელმწიფო დუმის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ Meduza წერს.

პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებული Meduza-ს ორი წყარო აცხადებს, რომ ეროვნული გვარდიის უფროსი და პუტინის ყოფილი მცველი, ვიქტორ ზოლოტოვი, ასევე ФСБ-ს ლიდერები პუტინს სახელმწიფო დუმის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებენ.

წყაროების ცნობით, არჩევნების გადადების შესახებ საუბარი 2026 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს და შესამჩნევად გახშირდა მოსკოვზე უკრაინის დრონებით თავდასხმების შემდეგ.

მიზეზებს შორისაა:

ბიუჯეტის პრობლემები, ფასების მუდმივი ზრდა, [საწარმოებში] თანამშრომლების გათავისუფლება. ცხადია, რომ [სიტუაცია] მხოლოდ უარესდება და ეს ყოველთვის გავლენას ახდენს მთავრობის მოწონების რეიტინგზე. ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება რთული ამოცანაა. და მათი [ფილოსოფიით], არც ერთი ადამიანი, არც ერთი პრობლემა – წერს მედიასაშუალება

ამასობაში, „მედუზას“ ერთ-ერთი წყაროს ცნობით, პუტინის მაგიდაზე ამჟამად არჩევნების გადადების შესახებ არანაირი დოკუმენტი არ არის და „შესაძლოა არც იყოს“ – ჯერჯერობით, განხილვა მხოლოდ „საუბრის დონეზეა“.

გამოცემის წყაროების ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური ბლოკი სერგეი კირიენკოს ხელმძღვანელობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო ბლოკი ალექსეი გრომოვის ხელმძღვანელობით და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი გადადების წინააღმდეგნი არიან.

გამოცემის ერთ-ერთი წყარო მიიჩნევს, რომ თავად პუტინი არჩევნების ჩატარების მომხრეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *