ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც ოფიციალურად აღიარებს სომეხი ხალხის გენოციდს ოსმალეთის იმპერიის დროს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.
მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ოსმალეთის ხელისუფლების სომეხი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებმა დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანის სიკვდილი და „ანატოლიის რეგიონში ათასი წლის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის განადგურება“ გამოიწვია.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა X-ში განაცხადა, რომ ისრაელი უერთდება 32 ქვეყანას, რომლებმაც „შეასრულეს თავიანთი მორალური მოვალეობა ისტორიული სიმართლის აღიარებით“ და დასძინა, რომ „არასდროს არის გვიან სწორი საქმის კეთება“.
🔵ადრე ისრაელი თავს იკავებდა პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარი მკვლელობების გენოციდად აღიარებისგან იმის შიშით, რომ ამას შეეძლო თურქეთთან ურთიერთობები დაეზიანებინა. თუმცა, ურთიერთობები გაუარესდა თურქეთში ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. გასულ წელს ნეთანიაჰუმ პირველად გამოაცხადა, რომ გენოციდს აღიარებდა, აღნიშნავს The Times of Israel
