სომხეთი შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს.
ყოველწლიური სამხედრო წვრთნები „Eagle Partner-2026“ სომხეთში 17-დან 25 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ნაწილია.
წვრთნების გამოცხადებული მიზანია სამშვიდობო მისიებში მონაწილე დანაყოფების ურთიერთქმედების გაძლიერება, გამოცდილების გაცვლა სამეთაურო-კონტროლისა და ტაქტიკური კომუნიკაციების სფეროში და სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო დანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება.
