NBC News-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარის მთავრობის საჩუქარი, Air Force One-ის ახალი თვითმფრინავი წარადგინა.
Air Force One-ის გადაცემის ცერემონია ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე გაიმართა. ტრამპმა თვითმფრინავს „ყველანაირად უდიდესი და საუკეთესო“ უწოდა და პირობა დადო, რომ ის „მფრინავ თეთრ სახლად“ გადაიქცევა, რომლის მსგავსიც აქამდე არავის უნახავს“.
Boeing 747-ის სავარაუდო ღირებულება 400 მილიონი დოლარია. წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში წარმოდგენილი ახალი ლაინერი 4 ივლისს ვაშინგტონში, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საჰაერო აღლუმს უხელმძღვანელებს.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი პრეზიდენტის ოფიციალური მივლინებისთვის იქნება გამოყენებული, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ის მის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა. VIDEO
