დიდი ბრიტანეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს იმით, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პარლამენტი, სადაც ლგბტქ+ თემის ყველაზე მეტი წარმომადგენელია.
სტარმერი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომლითაც ხალხს ბედნიერ „პრაიდის თვეს“ ულოცავს.
„ძალიან ვამაყობ იმით, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს. არ მგონია, მსოფლიოში სადმე სხვაგან ასე სრულად იყვნენ წარმოდგენილნი. მგონი, არ არსებობს პარლამენტი, რომელიც ამაზე უფრო გეი იქნება. ეს ფანტასტიკურია“, – განაცხადა სტარმერმა.
თუმცა, პრემიერ-მინისტრის განცხადებისთანავე, ქვეყანაში საყოველთაო არჩევნების ჩატარების მოწოდებები დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციური მემარჯვენე ძალები ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ.
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში
