ანომალიური სიცხის გამო, ეიფელის კოშკი 10 სანტიმეტრზე მეტად გაიზარდა. ეს ყოველ ზაფხულს ხდება და ის ასევე, თავის ზედა ნაწილს მზისგან ოდნავ დაბლა ხრის (თითქმის მზესუმზირის მსგავსად).
ეიფელის კოშკი 1889 წელს აშენდა და თავდაპირველად მას Tour de 300 mètres ერქვა – რაც 300 მეტრიან კოშკს ნიშნავს. შემდეგ დამონტაჟდა დროშის ბოძი, რადიოს ანტენები და ტელევიზიის ანტენები, რამაც საბოლოოდ მისი სიმაღლე 330 მეტრამდე გაზარდა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
რადგან კოშკი დამზადებულია გოფრირებული რკინისგან, ის, ნებისმიერი მყარი სხეულის მსგავსად, სითბოს ზემოქმედებისას მოცულობას იცვლის. ამრიგად, პარიზის ცენტრში მდებარე ეს გიგანტური ნაგებობა ერთგვარი თერმომეტრის ფუნქციასაც ასრულებს.
ამავდროულად, ასეთი მოცულობითი ცვლილებები შედარებით უსაფრთხოა ლითონისთვის. ერთი მეტრის სიგრძის რკინის ღერო ტემპერატურის 1 გრადუსი ცელსიუსის მატებაზე 12 მიკრონით ფართოვდება (ეს ადამიანის თმის სისქეზე ნაკლებია).
კოშკის მთელი სიმაღლის გამოთვლისას, მისი არათანაბარი გათბობისა და სტრუქტურული მახასიათებლების გათვალისწინებით, გამოდის, რომ კოშკი ცხელ თვეებში, ზამთრის სიმაღლესთან შედარებით, დაახლოებით, 15 სანტიმეტრით იზრდება.
გარდა ამისა, რადგან კოშკის გვერდები დღის განმავლობაში არათანაბრად თბება, ერთი მხარე ყოველთვის ოდნავ უფრო ფართოვდება. შედეგად, კოშკი იხრება, მზისგან ოდნავ გადახრილია. ეს იწვევს იმას, რომ დღის განმავლობაში, ზედა ნაწილი 15 სანტიმეტრის დიამეტრის წრეს ხაზავს.
