ხელის თხოვნა “ემპაირ სტეიტ ბილდინგის” გუმბათის კენწეროზე – რუსი რუფერები დააკავეს

რუსი რუფერები ნიუ-იორკში, “ემპაირ სტეიტ ბილდინგის” გუმბათის კენწეროზე ავიდნენ. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, აქ ხელის თხოვნის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს. ამის შემდეგ, აღნიშნული წყვილი დააკავეს. რუსეთის მოქალაქეებმა ანჯელა ნიკოლაუმ (33 წ,) და ივან ბირკუსმა (32 წ.) ცათამბჯენის გუმბათზე დიდი ბანერიც გაშალეს წარწერით: „როდესაც სიყვარულის ძალა ძალაუფლების სიყვარულს ამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა სუფევს“. ბირკუსი ერთ […]

Continue Reading

ისრაელის პრემიერი ერდოღანს აფრთხილებს – “ის უნდა დამშვიდდეს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს არსებობას ან უსაფრთხოებას”

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თურქეთის ლიდერს რეჯებ თაიპ ერდოღანს აფრთხილებს, დამშვიდდეს. მისი თქმით, ოსმალების 400 წლიანი მმართველობა უკვე დასრულებულია და ისრაელი ძლიერი სახელმწიფოა. “ერდოღანი ისრაელის განადგურებისა და იერუსალიმის დაბრუნების სურვილზე საუბრობს. ვფიქრობ, მას დაავიწყდა, რომ ოსმალეთის 400-წლიანი მმართველობა დასრულდა. დღეს ისრაელის ძლიერი სახელმწიფო არსებობს. ის უნდა დამშვიდდეს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს არსებობას […]

Continue Reading

ბრიტანეთის პრემიერი: ძალიან ვამაყობ, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს

დიდი ბრიტანეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს იმით, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პარლამენტი, სადაც ლგბტქ+ თემის ყველაზე მეტი წარმომადგენელია. სტარმერი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომლითაც ხალხს ბედნიერ „პრაიდის თვეს“ ულოცავს. „ძალიან ვამაყობ იმით, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს. არ მგონია, მსოფლიოში სადმე სხვაგან ასე სრულად იყვნენ წარმოდგენილნი. მგონი, არ არსებობს პარლამენტი, რომელიც […]

Continue Reading

ავტობუსი შენობას შეეჯახა – 46 ადამიანი დაშავდა VIDEO

ესპანეთში ავტობუსი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 46 ადამიანი დაშავდა. ესპანეთის ქალაქ ლიედაში (კატალონია) სამგზავრო ავტობუსი შენობის ფასადს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 46 ადამიანი დაშავდა. რეგიონული სამედიცინო სამსახურის ცნობით, ოთხი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ცხრა სხვა საშუალო სიმძიმის. ავარიის მიზეზის დადგენა მიმდინარეობს. VIDEO გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში

Continue Reading

აშშ-ში დაბადებულ ჩვილებს მოქალაქეობა ისევ ავტომატურად მიენიჭებათ – BBC

აშშ-ში დაბადებულ ჩვილებს მოქალაქეობა ისევ ავტომატურად მიენიჭებათ – უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელი გააუქმა – ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს 150-წლიანი ტრადიცია, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ჩვილებს ავტომატურად ანიჭებს აშშ-ის მოქალაქის სტატუსს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ წესის ცვლილებას თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნებისთანავე […]

Continue Reading

ანომალიური სიცხის გამო, ეიფელის კოშკი 10 სანტიმეტრზე მეტად გაიზარდა

ანომალიური სიცხის გამო, ეიფელის კოშკი 10 სანტიმეტრზე მეტად გაიზარდა. ეს ყოველ ზაფხულს ხდება და ის ასევე, თავის ზედა ნაწილს მზისგან ოდნავ დაბლა ხრის (თითქმის მზესუმზირის მსგავსად). ეიფელის კოშკი 1889 წელს აშენდა და თავდაპირველად მას Tour de 300 mètres ერქვა – რაც 300 მეტრიან კოშკს ნიშნავს. შემდეგ დამონტაჟდა დროშის ბოძი, რადიოს ანტენები და ტელევიზიის ანტენები, რამაც […]

Continue Reading

ევროპაში რეკორდულმა სიცხემ უკვე 1,300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპაში უპრეცედენტო სიცხემ უკვე 1,300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. როგორც ირკვევა, მხოლოდ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათის შემდეგ ქვეყანაში სიკვდილიანობის 1,000-მდე შემთხვევა აღრიცხა. არსებული ინფორმაციით, ფატალური შემთხვევების უმეტესობა 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში დაფიქსირდა. თუმცა დაფიქსირდა 74 ისეთი ფაქტიც, როცა მოქალაქეები მაღალი ტემპერატურის ფონზე ტბებსა თუ მდინარეებში დაიხრჩვნენ. კონტინენტის მასშტაბით ტემპერატურის ისტორიული მაქსიმუმი რამდენიმე […]

Continue Reading

პუტინის სუპერიახტა დანიის სანაპიროსთან შენიშნეს – მედია

სამი რუსული გემისგან შემდგარი „უჩვეულო კოლონა“, მათ შორის სუპერიახტა Graceful, რომელიც საერთაშორისო მედიის ცნობით, პუტინის პირად იახტას წარმოადგენს, დანიის სანაპიროსთან შენიშნეს. ამის შესახებ დანიური გამოცემა DR Verifier იტყობინება. სუპერიახტას რუსული გამანადგურებელი და საპატრულო კატერი ახლავს. იახტის ტრანსპონდერი 2022 წლის 30 აგვისტოდან გამორთულია. კვირა დილიდან, როგორც ამბობენ, დანიის საზღვაო ძალები და გერმანიის სანაპირო დაცვა მონაცვლეობით აკვირდებიან […]

Continue Reading

პუტინმა დუმის არჩევნები არ გადადო – სამართალდამცავების რეკომენდაცია არ გაითვალისწინა

მეცხრე მოწვევის რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩატარდება რუსეთის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლო ზომით. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა. რუსული მედიის ინფორმაციით, არჩევნები ოფიციალურად სამი დღის განმავლობაშია დაგეგმილი (18, 19 და 20 სექტემბერი). ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა პუტინს […]

Continue Reading

ისრაელის მთავრობამ სომეხთა გენოციდი აღიარა

ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც ოფიციალურად აღიარებს სომეხი ხალხის გენოციდს ოსმალეთის იმპერიის დროს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ოსმალეთის ხელისუფლების სომეხი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებმა დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანის სიკვდილი და „ანატოლიის რეგიონში ათასი წლის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის განადგურება“ გამოიწვია. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა X-ში […]

Continue Reading

“ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია” – სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი თანამდებობას ტოვებს

სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ვადამდელი გადადგომის შესახებ განაცხადა: „ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია“. ბელგრადში პრეზიდენტისა და მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე – „სერბეთი, ერთი ოჯახი“ ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა: ეს უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის რანგში ამდენ ადამიანს ვესაუბრები. 14 წელია ერთგულად ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ყველა თანამდებობაზე. გითხრეს, რომ არასდროს დავტოვებდი ჩემს […]

Continue Reading

გადადგომის შესახებ განცხადების შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერი ბავშვებისთვის პოპკორნის დასარიგებლად წავიდა – მედია

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი გადადგომის გამოცხადების შემდეგ, სამერფილდის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის პოპკორნის დასარიგებლად წავიდა. ამის შესახებ Yahoo! News წერს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს მოხდა მილტონ კეინსის ოდეონის სტადიონზე ვიზიტის დროს, ღონისძიებნაზე, როდესაც დიდ ბრიტანეთში ბავშვების შესვლისა და კვების ღირებულება მცირდება, რათა საზაფხულო გასვლები და მოგზაურობები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. პორტალზე გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ ასხამს […]

Continue Reading

ამერიკის შეერთებული შტატები აღარ მიიღებს თავშესაფრის მაძიებლებს

ამერიკის შეერთებული შტატები აღარ მიიღებს თავშესაფრის მაძიებლებს. ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღებას. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა განაცხადა. “ჩვენ შევიმუშავეთ შეთანხმება, რომ თუ თავშესაფარს მოითხოვთ, ჩვენ ვიპოვით მსოფლიოში სხვა ქვეყანას, რომელიც მიგიღებთ. ეს ძალიან მარტივი, ძალიან ელეგანტური და სრული გადაწყვეტაა” – განაცხადა მილერმა.. მან ასევე […]

Continue Reading

სიცხეები ევროპაში ამჯერად გერმანიისა და ჩეხეთისკენ გადაინაცვლებს

ბოლო დღეებში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ესპანეთის მიმართულებით ძლიერი სიცხის ტალღა ევროპაში აღმოსავლეთისკენ მიემართება. გერმანიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის სინოპტიკოსები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ მათაც შეიძლება უახლოეს დღეებში უკიდურესად ცხელი ამინდი ელოდოთ. ჩეხეთის რესპუბლიკაში მეტეოროლოგებმა უკიდურესი სიცხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს: დღისით ტემპერატურამ უკვე გადააჭარბა 30 გრადუს ცელსიუსს და შაბათ-კვირას 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ […]

Continue Reading

სამგზავრო თვითმფრინავის პილოტს ფრენის დროს კრუნჩხვები დაეწყო

ABC News-ის ცნობით, შეერთებულ შტატებში თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ პილოტს კრუნჩხვები დაეწყო. ავარიული შემთხვევა მოხდა Air Canada-ს რეისზე, რომელიც ნიუარკიდან ჰალიფაქსში, კანადაში მიფრინავდა: კაპიტანს ეპილეფსიური შეტევის მსგავსი კრუნჩხვა დაემართა, რის შემდეგაც თვითმფრინავი მოულოდნელად წინ გადაიხარა. თვითმხილველის თქმით, დაძაბული მდგომარეობა , დაახლოებით, 40 წუთი გაგრძელდა. ბორტგამცილებლებმა ვითარებას მშვიდად და ეფექტურად გაართვეს თავი. […]

Continue Reading

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის შემდეგ, მანქანა გულშემატკივრების ჯგუფში შევარდა

მექსიკის ქალაქ კაბო სან ლუკასში, მანქანა გულშემატკივრების ჯგუფს შეეჯახა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხეთის რესპუბლიკასთან მექსიკის გამარჯვებას აღნიშნავდნენ. წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა. მძღოლი დაკავებულია და ავარიის გარემოებები გამოძიების პროცესშია. მექსიკამ ჩეხეთი 3:0 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი ქულების დაკარგვის გარეშე დაასრულა. VIDEO

Continue Reading

ვარშავაში დაშვებისას მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა: არიან დაღუპულები

ვარშავის ბემოვოს რაიონში მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავმა დაშვება ვერ შეძლო და მძღოლების სასწავლო ცენტრის მახლობლად ჩამოვარდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე, დაშავებულია სულ მცირე ერთი თვითმხილველი. მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების სამსახურები სწრაფად მივიდნენ ადგილზე. ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. VIDEO

Continue Reading

რონალდინიომ იტალიის სერია C-ს კლუბ „რავენასთან“ კონტრაქტი გააფორმა. 46 წლის ფეხბურთელი გუნდში მოთამაშის სტატუსით მოხვდა

ბრაზილიისა და მილანის ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდინიომ იტალიის სერია C-ს კლუბ „რავენასთან“ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ გუნდის პრესსამსახურმა განაცხადა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 46 წლის ფეხბურთელი სეზონის გუნდში მოთამაშის სტატუსით მოხვდა. რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2004 და 2005 წლებში ის ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2005 წელს ბრაზილიელმა „ოქროს ბურთი“ […]

Continue Reading

პუტინს ФСБ-ს ლიდერები და ეროვნული გვარდიის უფროსი სახელმწიფო დუმის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებენ – მედია

ФСБ-ს ლიდერები და ეროვნული გვარდიის უფროსი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს სახელმწიფო დუმის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ Meduza წერს. პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებული Meduza-ს ორი წყარო აცხადებს, რომ ეროვნული გვარდიის უფროსი და პუტინის ყოფილი მცველი, ვიქტორ ზოლოტოვი, ასევე ФСБ-ს ლიდერები პუტინს სახელმწიფო დუმის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებენ. წყაროების ცნობით, არჩევნების გადადების შესახებ საუბარი 2026 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს […]

Continue Reading

რუსული კრიპტოქსელი, მათ შორის საქართველოში, სკოლის მოსწავლემ ამხილა – Новая Газета

რუსეთმა სანქცია დაუწესა სკოლის მოსწავლეს, მაგნიტსკის აქტის ავტორის, ბილ ბრაუდერის შვილს, ალექსანდრე ბრაუდერს. მან ამხილა კრიპტობირჟები, მათ შორის საქართველოში, რომლებიც მოსკოვს სავარაუდოდ ფულის გათეთრებაში ეხმარებოდნენ. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება “ნოვაია გაზეტა”. ჟურნალისტი ია ბარათელი სტატიაში წერს, რომ მაისის ბოლოს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მკაცრი სანქციები დაუწესა რუსულ საგადამხდელო ქსელ „A7“-თან დაკავშირებულ კრიპტოპლატფორმებს. ბრიტანეთის საგარეო უწყების  მონაცემებით, […]

Continue Reading

რუსული ავიაკომპანია, რომელიც საქართველოშიც დაფრინავს, რუსეთის ავიაციის საწვავის ბაზარზე კრიტიკულ ვითარებაზე და ფასების ზრდაზე საუბრობს

სპეციალიზებული Telegram არხის „ავიატორიშინას“ ცნობით, „აზიმუტი“ საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორთა ასოციაციას სთხოვს, დაუკავშირდნენ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს, რათა მიიღონ ზომები ავიაციის საწვავის სიტუაციის დასტაბილურებისთვის. ცნობილია, რომ ივნისის დასაწყისში, საავიაციო საწვავის მთავარმა მიმწოდებელმა „აზიმუტს“ აცნობა მოხმარების დაახლოებით მესამედით შემცირების აუცილებლობის შესახებ. მიზეზად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში „ფორსმაჟორული სიტუაცია“ დასახელდა. „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ საწვავის დეფიციტთან ერთად, ფასებიც გაიზარდა: ივნისის დასაწყისიდან რუსეთის […]

Continue Reading

სიცხის ტალღის პიკი ოთხშაბათს არის მოსალოდნელი – სად დაცხება ყველაზე ძლიერ

საფრანგეთში, ესპანეთსა და დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებში სიცხის საფრთხის გამო, განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ სიცხე მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება და ტემპერატურამ, შესაძლოა, 40°C-ს გადააჭარბოს. ამის შესახებ BBC იუწყება. საფრანგეთში, ქვეყნის რეგიონების ნახევარზე მეტში, ამინდის ცვალებადობის ყველაზე მაღალი დონე გამოცხადდა. მეტეო-ფრანსის მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ორშაბათს ბორდოში ტემპერატურამ 42°C-ს (107°F) მიაღწია […]

Continue Reading

“ევროპა თქვენთანაა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი, მომავალ კვირას, სომხეთში ვიზიტს გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მომავალ კვირას, სომხეთში ვიზიტს გეგმავს, იუწყება გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით. ევროკავშირის დელეგაცია, მათ შორის, გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი, სომხეთს პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მხარდაჭერის ფარგლებში ეწვევა. 1 ივლისს დაგეგმილი ვიზიტი, რომლის დეტალებიც ჯერ არ არის დაზუსტებული, იმ დროს ხდება, როდესაც ფაშინიანი ცდილობს სომხეთის მოსკოვთან დაშორებას და ევროკავშირთან კავშირების გაღრმავებას […]

Continue Reading

13 დაღუპული და 66 დაშავებული – მასშტაბური აფეთქება ქარხანაში – სად მოხდა შემთხვევა

ძლიერი აფეთქება მოხდა კატარის ერთ-ერთ მთავარ გაზის ობიექტში, რას ლაფანში, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ჰაბია თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებისა და ექსპორტისთვის. სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 66 ქარხნის თანამშრომელი დაშავდა. ყველა დაღუპული ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქე იყო, ხოლო დაშავებულებს შორის იყვნენ კატარის, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები. ხელისუფლებამ ქარხანაში მომხდარს ინციდენტს „არა დივერსიული […]

Continue Reading

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თანამდებობა დატოვა – ვინ უხელმძღვანელებს მთავრობას

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თანამდებობა დატოვა. დიდი მანჩესტერის ყოფილმა მერმა, ენდი ბერნჰემმა, რომელმაც გასულ კვირას ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მეიკერფილდის ოლქში ვადამდელ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ახლა ქვეყნის მთავრობას შეუძლია უხელმძღვანელოს. ლეიბორისტული პარტიის ბევრი წევრი იმედოვნებს, რომ ბერნჰემი დაეხმარება მათ ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „რეფორმა დიდი ბრიტანეთის“ მზარდი პოპულარობის დაძლევაში: გამოკითხვის შედეგების თანახმად, ის ქვეყანაში […]

Continue Reading

შესაძლოა, თურქეთში მართლმადიდებლური სემინარიები კვლავ გაიხსნას – მედია

სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა თურქეთში მართლმადიდებლური ქრისტიანული სემინარიების ხელახლა გახსნაზე მოლაპარაკებები გამართა ეს საკითხი ტრამპმა წამოჭრა, რომელიც ივლისში ანკარას ეწვევა ნატოს სამიტზე დასასწრებად. ჰალკის კუნძულზე მდებარე სემინარია, რომელიც 1844 წელს ოსმალეთის იმპერიის დროს დაარსდა და თურქეთის რესპუბლიკის მიერ 1971 წელს დაიხურა, აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ცენტრალურ როლს თამაშობდა, როგორც მსოფლიო საპატრიარქოს მთავარი […]

Continue Reading

საფრანგეთში სიცხის გამო ალკოჰოლზე შეზღუდვები დააწესეს

საფრანგეთში სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე, გამოცხადდა. მაღალი ტემპერატურის გამო ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალებზე  ალკოჰოლის დალევა აიკრძალა. ამის შესახებ „ფრანს 24“ იუწყება. საფრანგეთში კვირის დასაწყისიდან დაწყებულმა ძლიერის სიცხის გამო შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა, სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეჩერდა. საფრანგეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ უკიდურესად მაღალი ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება და 35 დეპარტამენტში საფრთხის წითელი […]

Continue Reading

ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობას მოუწოდა, ხალხს ფული პირდაპირ ხაზინიდან გადაურიცხოს

ამერიკელმა მეწარმემ და მსოფლიოში პირველმა ტრილიონერმა, ილონ მასკმა, აშშ-ს მთავრობას მოუწოდა, ქვეყნის მაცხოვრებლებს ფული პირდაპირ ხაზინიდან გადაურიცხოს. „უმჯობესია, ხალხს ფული პირდაპირ ხაზინიდან გავუგზავნოთ. სანამ საქონლისა და მომსახურების ზრდა ფულის მასის ზრდას გადააჭარბებს, რაც მოხდება ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების გათვალისწინებით, ინფლაცია არ იქნება. სინამდვილეში, მე ვვარაუდობ, რომ ჩვენ სასოწარკვეთილად ვიბრძოლებთ დეფლაციის წინააღმდეგ“, – დაწერა მან სოციალურ […]

Continue Reading

$ 400 მილიონი – ტრამპმა ახალი “მფრინავი თეთრი სახლი” წარადგინა

NBC News-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარის მთავრობის საჩუქარი, Air Force One-ის ახალი თვითმფრინავი წარადგინა. Air Force One-ის გადაცემის ცერემონია ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე გაიმართა. ტრამპმა თვითმფრინავს „ყველანაირად უდიდესი და საუკეთესო“ უწოდა და პირობა დადო, რომ ის „მფრინავ თეთრ სახლად“ გადაიქცევა, რომლის მსგავსიც აქამდე არავის უნახავს“. Boeing 747-ის სავარაუდო ღირებულება 400 მილიონი […]

Continue Reading

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ „ნავთობის წვიმა“ წარმოიქმნა

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ ხანძრის გამო ე.წ. ნავთობის წვიმა წარმოიქმნა. ფოტოები, რომლებზეც ასახულია წვიმის შემდეგ დარჩენილი შავი ფენა ნავთობის წვის პროდუქტების მინარევებით, მოსკოვის სიახლოვეს მდებარე დასახლებების, ჟელეზნოდოროჟნისა და ლიუბერცის მცხოვრებლებმა გამოაქვეყნეს. მათი თქმით, იგრძნობოდა დამწვრობის ძლიერი სუნი. ამასთან, მოსკოვის გარემოს მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, რომ „მოსკოვის ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია დასაშვებ ზღვრულ ნორმებს არ აღემატება“. დამოუკიდებელი […]

Continue Reading

ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრია

ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის გამო მცხოვრებლებს დაუყოვნებლივ თავშესაფრის ძიებისკენ მოუწოდებენ. ABC-ის ცნობით, ლოს-ანჯელესის ბოილ ჰაიტსის უბანში კომერციულ შენობაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც მზის პანელები მოიცვა. ძლიერმა ცეცხლის გამო ჰაერში შავი კვამლის უზარმაზარი ღრუბელი წარმოიქმნა, რომელიც კილომეტრების მანძილზე ჩანს. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს მცხოვრებლებს, დაუყოვნებლივ შევიდნენ შენობებში და მჭიდროდ დახურონ ყველა ფანჯარა და კარი. ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები […]

Continue Reading

ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და თემებზე რუსეთის – ზელენსკი მოსკოვის დაბომბვაზე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა და დიპლომატიისკენ მოწოდებით გამოვიდა. „ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და თემებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე და ჩვენი სამხედროების მიერ რუსული სამხედრო მანქანის მხარდამჭერ ობიექტებზე მუშაობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ მედიაში. მან განაცხადა, რომ ომის დასრულების დრო დადგა და „რუსეთმა დიპლომატიურად აუცილებელი […]

Continue Reading

შოკოლადის ფილა, რომლის სისქე 0.03 მილიმეტრია – იაპონელი კონდიტრების უჩვეულო დესერტი

გამოჩნდა შოკოლადის ფილა, რომლის სისქე მხოლოდ 0.03 მილიმეტრია. იაპონელ კონდიტერებს ამ უჩვეულო დესერტის შესაქმნელად დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდათ. შედეგად, შოკოლადის ფილა იმდენად თხელია, რომ თითქმის მყისიერად დნება ენაზე. შემქმნელების თქმით, ტექსტურა მთავარი მახასიათებელი იყო. დესერტი უფრო პატარა მილში გახვეული ხის ქერქის თხელ ნაჭერს ჰგავს, ვიდრე ტიპურ შოკოლადის ფილას. მომხმარებელს უკვე შეუძლია ამ კულინარიული სიახლის დაგემოვნება.

Continue Reading

რეკორდი მსოფლიო ჩემპიონატზე – რამდენი ათასი მაყურებელი დაესწრო მატჩებს

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე დღეს მატჩებს 281 000 მაყურებელი დაესწრო – ფიფას ცნობით, ეს მსოფლიო რეკორდია ერთ დღეში დასწრების მხრივ. ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს“ და მაყურებელთა ასეთი დიდი რაოდენობა ამას მხოლოდ ადასტურებს. ტურნირის პირველი ხუთი დღის განმავლობაში დასწრების მთლიანმა რაოდენობამ 1 მილიონ მაყურებელს გადააჭარბა. მსოფლიო ჩემპიონატის დასწრების ამჟამინდელი რეკორდი 1994 წლის […]

Continue Reading

დაბრუნების ცენტრების შექმნა და არალეგალი მიგრანტების საცხოვრებლების ჩხრეკა – ევროპარლამენტის ახალი კანონი

ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ევროკავშირის ახალი კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ შექმნან ე.წ. დაბრუნების ცენტრები და ჩაატარონ არალეგალი მიგრანტების საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკა. კანონს მხარი 418 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 218-ი წინააღმდეგი იყო, ხოლო 30 დეპუტატმა თავი შეიკავა. კანონის მომხრეებს შორის იყვნენ კონსერვატორი და ულტრამემარჯვენე ჯგუფები. კანონის მიზანია, დააჩქაროს იმ მიგრანტების დაბრუნება, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის კანონიერი […]

Continue Reading

ევროკავშირმა შესაძლოა სომხეთისთვის სავაჭრო წესები შეამსუბუქოს – FT

რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ, ევროკავშირმა შესაძლოა სომხეთისთვის სავაჭრო წესები შეამსუბუქოს – წერს FT. გამოცემის თანახმად, ევროკავშირი სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს, რათა დაეხმაროს მას რუსეთის მიერ იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში, რადგან ბრიუსელი და მოსკოვი კავკასიური რესპუბლიკის მომავალზე გავლენისთვის იბრძვიან. გეგმებთან დაკავშირებული ოთხი წყაროს ცნობით, ევროკომისია ე.წ. ავტონომიურ სავაჭრო ზომებს ამუშავებს, რომლებიც სომხურ სურსათისა და […]

Continue Reading

“დიდი შვიდეულის” ლიდერები უკრაინას ახალ იარაღს დაჰპირდნენ და ტრამპის ირანთან შეთანხმებას მხარი დაუჭირეს – მედია

“დიდი შვიდეულის” ლიდერებმა გეოპოლიტიკის შესახებ კომუნიკე მიიღეს, რომელშიც უკრაინას ახალ იარაღს დაჰპირდნენ და ტრამპის ირანთან შეთანხმებას დაუჭირეს მხარი – წერს BBC. განცხადების თანახმად, უკრაინის პროგრესმა ფრონტზე „ახალი იმპულსი“ შექმნა, რომლის მხარდაჭერასაც დიდი შვიდეულის ლიდერები აპირებენ. 👉ამ მიზნით, უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების და შორი მოქმედების იარაღის მიწოდება გაიზრდება. გარდა ამისა, ისინი „მზად არიან განიხილონ კიევისთვის […]

Continue Reading

FBI-მ ტრამპის დაბადების დღეს თეთრ სახლზე დრონებით თავდასხმა ჩაშალა

FBI-მ ტრამპის დაბადების დღეს თეთრ სახლზე დრონებით თავდასხმა ჩაშალა. ამის შესახებ Fox News იუწყება. ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონები, გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტის დაბადების დღეს, თეთრი სახლის გაზონზე UFC-ის ბრძოლის ჩაშლის მიზნით იყო განკუთვნილი. ღონისძიებას ათასობით ადამიანი დაესწრო. „სავარაუდო გეგმა ითვალისწინებდა ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონების გაგზავნას ღონისძიების მახლობლად მდებარე შენობებში, რაც მასობრივ ევაკუაციას გამოიწვევდა და ხალხს […]

Continue Reading

მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: ურუგვაის ნაკრები ძაღლებით პირდაპირ გზაზე გაჩხრიკეს

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები, სადაც ურუგვაის ნაკრებს ძაღლები ჩხრეკენ მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთთან მატჩის წინ. ამერიკის უსაფრთხოების სამსახურებმა გზის პირას ძაღლების გამოყენებით ფეხბურთელების ბარგი და აღჭურვილობა საფუძვლიანად გაჩხრიკეს. ორგანიზატორები ამას აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ტურნირზე უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომებს მიაწერენ. თუმცა, გულშემატკივრებმა უკვე გააკრიტიკეს FIFA და აშშ და უსაფრთხოების სამსახურების ქმედებებს „სრული სიგიჟე“ უწოდეს, ხოლო ფეხბურთელების […]

Continue Reading

სომხეთი სამხედრო წვრთნებს აშშ-თან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად ატარებს

სომხეთი შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს. ყოველწლიური სამხედრო წვრთნები „Eagle Partner-2026“ სომხეთში 17-დან 25 ივნისის ჩათვლით გაიმართება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ნაწილია. წვრთნების გამოცხადებული მიზანია სამშვიდობო მისიებში მონაწილე დანაყოფების ურთიერთქმედების გაძლიერება, გამოცდილების გაცვლა სამეთაურო-კონტროლისა და ტაქტიკური კომუნიკაციების სფეროში და სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო დანაყოფის […]

Continue Reading

მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ჯამური ქონება 15 ივნისს 336 მილიარდი დოლარით გაიზარდა – Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ჯამური ქონება 15 ივნისს 336 მილიარდი დოლარით გაიზარდა. სააგენტოს ცნობით, ეს ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა. მათი ჯამური ქონება რეკორდულ 13.3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება გაიზარდა აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ახალი ამბების გამო, საფონდო ინდექსების ზრდის წყალობით. რეიტინგის სათავეში მოხვდნენ: 🔸 Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი გეგმავს, ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომით დაკავდეს – “ვნახოთ, შევძლებ თუ არა ამის მოგვარებას”

ამერიკის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა უკვე რუსეთსა და უკრაინას შორის ომზე „ფოკუსირებას“ გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება “დიდი შვიდეულის” სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს გააკეთა. მან თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა. „და მე ვხედავ, რომ შესაძლოა, იქ რაღაცის გაკეთება შევძლოთ. ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, ორივე მათგანი […]

Continue Reading

ირანმა 60 დღით გააუქმა ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი

ირანმა 60 დღით გააუქმა ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი. თეირანმა ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ფონზე გამოაცხადა. ამ პერიოდის განმავლობაში, კომერციულ გემებს შეეძლებათ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადასვლის სერვისებით სარგებლობა დამატებითი საფასურის გარეშე. გაუქმების ვადის ამოწურვის შემდეგ, ირანის ხელისუფლება გეგმავს ფასიანი სერვისების დანერგვას უსაფრთხოების, ნავიგაციის, ეკოლოგიისა და დაზღვევის სფეროებში. მხარეები 19 ივნისს ჟენევაში შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადებიან. ირანის […]

Continue Reading

პუტინმა ტრამპს 80 წლის იუბილე მიულოცა და ზელენსკისთან მოსკოვში შეხვედრის მზადყოფნა დაუდასტურა

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ტელეფონით 80 წლის იუბილე მიულოცა. აშშ-ის პრეზიდენტი აღფრთოვანებული დარჩა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი პირველი სახელმწიფოს მეთაური იყო, რომელმაც დღეს თეთრ სახლში დარეკა. საუბრის დროს ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, გავლენა მოახდინოს კიევსა და აშშ-ის ევროპელ პარტნიორებზე უკრაინაში არსებული ვითარების მოსაგვარებლად და მხარი დაუჭირა საომარი მოქმედებების დასრულებას. ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა მზადყოფნა, მოსკოვში შეხვდეს […]

Continue Reading

რუსებმა კიევ-პეჩორის ლავრა დაბომბეს

რუსებმა უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლი, კიევ-პეჩორის ლავრა დაბომბეს – ოკუპანტებმა ლავრის მიძინების ტაძარზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს. “ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უწმინდესი ადგილის – კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძრის – სახურავი იწვის.” – დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ X-ზე. რუსეთის იერიშის შემდეგ ეპისკოპოსმა აბრაამმა დაწერა, რომ მიმდინარეობს უძველესი ხატების, ანტიმინსიისა და სხვა […]

Continue Reading

ახალგაზრდა ქალი ხიდიდან ხტომისას გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქალი ხიდიდან ხტომისას გარდაიცვალა. ამის მიზეზი დაუმაგრებელი დაზღვევის თოკი გახდა. ტრაგედია ბრაზილიაში თოკზე ხტომის შეჯიბრის დროს მოხდა. 21 წლის ტურისტი ხიდიდან გადახტა, მაგრამ ატრაქციონის პერსონალს მისთვის დამცავი თოკის დამაგრება დაავიწყდა. შეცდომა მხოლოდ მისი დაცემის შემდეგ შენიშნეს. ადგილზე მისულმა მაშველებმა ქალი გარდაცვლილად გამოაცხადეს. მის საქმროს, რომელიც ტრაგედიის დროს იქვე იმყოფებოდა, ასევე დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

Continue Reading

ამერიკამ ქვეყნიდან დეპორტირებულები ცენტრალურ აფრიკაში ჩაიყვანა, მათ შორის ქართველებიც არიან – მედია

აშშ-მა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს და ყველაზე პრობლემურ ქვეყანაში, რამდენიმე მიგრანტის დეპორტაცია მოახდინა სადავო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, დეპორტირება გაუკეთოს იმ მიგრანტებს, რომელთა სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იუწყება. თვითმფრინავში, რომელიც ლუიზიანადან ხუთშაბათს საღამოს აფრინდა, დაახლოებით ორი ათეული მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის ირანელი პრო-დემოკრატი აქტივისტი. მისი ადვოკატის თქმით, თვითმფრინავი […]

Continue Reading

დევიდ ბექჰემს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

დევიდ ბექჰემს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport Express ავრცელებს. ცერემონიაზე სპორტსმენის მეუღლე ვიქტორია, შვილები და ოჯახის ახლო მეგობარი, მსახიობი ტომ კრუზი იმყოფებოდნენ. თავად ბექჰემმა აღიარა, რომ ეს ღონისძიება ოცნებას ჰგავდა, რადგან ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მუშათა კვარტლიდან უბრალო ბიჭი კინოს კუმირებს შორის აღმოჩნდებოდა. თავისი ლეგენდარული კარიერის განმავლობაში, რომელიც 2013 წელს დასრულდა, ინგლისელი […]

Continue Reading

ირანი მშვიდობისთვის 300 მილიარდ დოლარს და სანქციების მოხსნას ითხოვს

თეირანმა შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის 14 პუნქტი გამოაქვეყნა. ძირითადი მოთხოვნებია საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ამერიკული ჯარების რეგიონიდან გაყვანა, ყველა სანქციის მოხსნა, საზღვაო ბლოკადის მოხსნა და ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის გამოყოფა. ირანის ხელისუფლება ასევე თანხმდება ბირთვულ პროგრამაზე 60-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებასა და შეზღუდვების სრულ მოხსნას. თეირანი ასევე მზადაა კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ […]

Continue Reading

Facebook-ს, Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს მსოფლიო მასშტაბით შეფერხებები აქვთ

Facebook-ს, Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს მსოფლიო მასშტაბით შეფერხებები აქვთ. ეს Downdetector სერვისის მონაცემებიდან გამომდინარეობს. 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა Facebook-თან დაკავშირებული პრობლემების შესახებ (https://downdetector.com/status/facebook/). პრობლემები აქვთ Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს, რომლებიც სოციალური ქსელის ოპერატორი კომპანიის, Meta Holding-ის ნაწილია.

Continue Reading