11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 2011 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით დაწესდა. მისი მიზანია ყურადღების მიპყრობა გოგონების უფლებებზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას, დისკრიმინაციისგან დაცვას და ადრეული ქორწინებას, რაც გოგონებს ბავშვობას ართმევს და განვითარების შესაძლებლობებს ზღუდავს. არსებული მონაცემებით, მსოფლიოში […]

Continue Reading

ტრამპმა ნავთობის გარიგების გამო პუტინს მადლობა გადაუხადა – რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს ასეულ ათასობით ტონა ნავთობპროდუქტს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ორ ქვეყანას შორის ნავთობის შესახებ მიღწეული შეთანხმების გამო. როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გარიგების წყალობით აშშ-ში ნავთობის, კონკრეტულად კი დიზელის დიდი რაოდენობა შევა. „ვფიქრობთ, გსმენიათ რუსეთთან მიღწეული ნავთობის გარიგების შესახებ. ეს დიდი გარიგებაა. ჩვენს ქვეყანაში ნავთობის უდიდესი რაოდენობა შემოვა. სიმართლე რომ გითხრათ, მსურს, მადლობა გადავუხადო […]

Continue Reading

პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში დაშვებას ვერ ახერხებდნენ უკრაინული დრონების თავდასხმის გამო – რუსული მედია

სპეციალური საფრენი რაზმის „რუსეთის“ თვითმფრინავებმა, რომლებიც ვლადიმერ პუტინს და სხვა მაღალჩინოსნებს ემსახურება, მოსკოვში დაშვება უკრაინული დრონების თავდასხმის გამო ვერ შეძლეს. Flightradar24-ის მნიშვნელოვანი ამბების თანახმად, რამდენიმე თვითმფრინავი მოსკოვის რეგიონის თავზე წრეებს არტყავდა, ან დაშვებამდე შემოვლით გზას ასრულებდა. საბოლოოდ, ერთი თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგში გადამისამართდა. სამი თვითმფრინავი თურქმენეთიდან ბრუნდებოდა, სადაც პუტინის ვიზიტი 9 ოქტომბერს დასრულდა. ესენი იყვნენ Il-96-300PU – […]

Continue Reading

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინააღმდეგ – მედია

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინააღმდეგ უცხოური მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება გამოცხადდა სამხრეთ აფრიკელი იურისტის, ყოფილი მოსამართლე ნავი პილაისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებიდან სულ რამდენიმე საათში. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, გაასამართლოს ამერიკელი მოქალაქეები: „პრეზიდენტი ტრამპი არასდროს დაუშვებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, გაასამართლოს ამერიკელები. სწორედ ამიტომ […]

Continue Reading

მშვიდობის 2026 წლის ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ იურისტს, ნავი პილაის გადაეცა

ადამიანის უფლებათა დამცველი ნავანეთემ „ნავი“ პილეი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად დასახელდა. პრიზი მას „მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის ხელშეწყობის საკითხში მისი ძალისხმევისთვის“ გადაეცა. ნავანეთემ „ნავი“ პილეი 85 წლის სამხრეთ აფრიკელი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი და გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარია. ნობელის კომიტეტმა განაცხადა, რომ პილეიმ „გადამწყვეტი როლი ითამაშა ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ […]

Continue Reading

კალიფორნიის აეროპორტში მამაკაცმა აეროპორტის გამწევი მოიპარა და ავარია გამოიწვია

„ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, სამხრეთ კალიფორნიის აეროპორტში მამაკაცმა აეროპორტის გამწევი მოიპარა, ასაფრენ ბილიკზე გადაიყვანა და კომპანიის მანქანას დაეჯახა. გამტაცებელი ვაშინგტონის შტატიდან სკაილერ ჯ. ბარი იყო.  გატაცების შემდეგ, ის „ამერიკის ავიახაზების“ მომსახურების ზონისკენ გაემართა, სადაც მანქანას შეეჯახა და სხვა მანქანის გატაცება სცადა. პოლიციამ ბარი ადგილზე დააკავა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ის დააკავეს. […]

Continue Reading

15 წლის ბიჭი სკოლის პერსონალს დანით დაესხა თავს და დამლაგებელი მოკლა

პოლონეთში, მაზოვის სავოევოდეში, 15 წლის ბიჭი სკოლის პერსონალს დანით დაესხა თავს. 37 წლის დამლაგებელი მოკლულია, ხოლო ორი ადამიანი დაჭრილი. პოლიციაზე დაყრდნობით, TVN24 იტყობინება, რომ თავდასხმა ვიშკოვის მახლობლად, სოფელ ლეშჩიდულ-ნოვინიში მოხდა. ბიჭი ადრე ამავე სკოლაში სწავლობდა. ის, თავდაპირველად, დამლაგებელს დაესხა თავს. სკოლის დირექტორმა მისი შეკავება მასწავლებლის დახმარებით სცადა. ორივე დაშავდა, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. […]

Continue Reading

ჯანმო რუსეთში პნევმონიული ჭირის შესახებ ინფორმაციის შემდეგ მეორე შემთხვევით დაინტერესდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთში, ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის პნევმონიული ჭირის შესაძლო მეორე შემთხვევას იძიებს. ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, პლატფორმა X-ზე განაცხადა. საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად, ჯანმო-ს მოთხოვნის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირკუტსკის რეგიონში ბოლო დროს ჭირის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რუსული მხარის მტკიცებით, ჩაატარა ეპიდემიოლოგიური გამოძიება, გაატარა […]

Continue Reading

ევროპარლამენტში შიშველი ტრამპის ქანდაკება დადგეს, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“

ევროპარლამენტში შიშველი ტრამპის ქანდაკება დადგეს, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“. დაახლოებით 2.44 მეტრის სიმაღლის ქანდაკება, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“, დანიელმა მოქანდაკემ იენს გალშიოტმა შექმნა და მთლიანად ოქროს ფურცლებითაა დაფარული, იუწყება The Independent. ტრამპი გამოსახულია ერთ ხელში გოლფის ჯოხი და დედამიწის ფორმის ბურთი, ხოლო მეორეში სასწორი უჭირავს. ის გაცილებით დაბალი მამაკაცის მხრებზეა გამოსახული. ქანდაკების კიდევ ერთი სახელწოდებაა „უსამართლობის მეფე“. […]

Continue Reading

რუსეთი ზემო ლარსზე სომხური კონიაკით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს არ ატარებს

ზემო ლარსის რუსეთის მხარეს ერევნის ღვინის, არყისა და კონიაკის ქარხნის, „არარატის“ ბრენდის კონიაკით დატვირთული სატვირთო ავტომობილები, დაახლოებით, ერთი თვეა, დგანან. საუბარია, დაახლოებით, ორ ათეულ სატვირთო მანქანაზე. ამის შესახებ მძღოლებმა shamshyan.com-ს განუცხადეს. მათი ცნობით, ამ ხნის განმავლობაში მათ საკვებისა და საწვავისთვის განკუთვნილი თანხა დახარჯეს და ამჟამად გამოუვალ მდგომარეობაში არიან. NEWS.am-ს „არარატის“ ქარხნის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კონიაკის […]

Continue Reading

ინციდენტი თვითმფრინავში – მგზავრმა 9000 მეტრის სიმაღლეზე Boeing 787-ის კარის გაღება სცადა

ბოგოტა-ფრანკფურტის ავია რეისის მგზავრმა 9000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ფრენის დროს Boeing 787-ის კარის გაღება სცადა. RMF24-ის ცნობით, 33 წლის მამაკაცი მოულოდნელად კარს მიუახლოვდა და კარის დაეჯაჯგურა. ეკიპაჟის  მოთხოვნის მიუხედავად, შეეწყვიტა ამის კეთება, ის კარის გაღებას მაინც ცდილობდა. ეკიპაჟმა და ორმა მგზავრმა მისი შეჩერება მოახერხეს. საჭირო გახდა მამაკაცის ფრენის დასრულებამდე შეკავება. ამ დროისთის სხვა დეტალების შესახებ […]

Continue Reading

სამმა ქვეყანამ გაამკაცრა რუსეთთან სასაზღვრო კონტროლი “შავი ჭირის” სავარაუდო შემთხვევების გამო

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა გაამკაცრეს სანიტარული კონტროლი რუსეთთან საზღვრებზე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია „განსაკუთრებით საშიში ინფექციის“ შესახებ, რომელმაც იმსხვერპლა 28 წლის ლაბორატორიის ტექნიკოსი ირკუტსკის რეგიონში ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში. ამის შესახებ სამივე ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა. „ყაზახეთში სიტუაცია მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და მიღებულია პრევენციული ზომები. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სანიტარული და საკარანტინო კონტროლი ხორციელდება“, – განაცხადა […]

Continue Reading

შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შემთხვევაში, აშშ მზად არის რუსეთს დაეხმაროს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზად არის, ირკუტსკში შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შემდეგ რუსეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადა. რუსეთიდან ფილტვისმიერი ჭირის გავრცელების რისკთან დაკავშირებით ტრამპი ამბობს, რომ თეთრი სახლი მეტად ყურადღებით აკვირდება ამ მოვლენას. “მას პნევმონიას უწოდებენ. იცით, წლების წინ პნევმონიის მკურნალობა უფრო ადვილი იყო. მიკრობები და ბაქტერიები გაძლიერდა, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით მათ,“ […]

Continue Reading

15 წლის სკოლის მოსწავლე დანით თავს დაესხა მოსწავლე გოგონებს

სტამბოლის ბაშაკშეჰირის რაიონში, 15 წლის გოგონა შეიხ შამილ იმამ ჰატიპის სკოლის ტერიტორიაზე დანით თავდასხმა სხვა მოსწავლეებს – იტყობინება თურქული მედია. თავდამსხმელი, სხვა სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, შენობაში შესულ გოგონებს დაესხა თავს. დაცვის თანამშრომელმა სწრაფად გჰააუვნებელყვეს თავდამსხმელი, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა. დაშავებულთა რიცხვი ზუსტდება: სტამბოლის ადმინისტრაცია იუწყება, რომ ხუთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო რაიონის მერი […]

Continue Reading

Flydubai-ს რეისის პილოტი თვითმფრინავით ბენ-გურიონის ტერმინალზე ვარდნას გეგმავდა – პირველად თავდასხმა ივლისში ბორტზე ნაცნობის ყოფნის გამო გადადო

დაკითხვისას, Flydubai-ს რეისის დაკავებულმა პილოტმა განაცხადა, რომ გატაცების შემდეგ, ის თვითმფრინავით თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტზე ვარდნას გეგმავდა. ამის შესახებ ისრაელის Channel 12-ის ჟურნალისტმა, ამიტ სეგალმა განაცხადა. სეგალის თქმით, მეორე პილოტს განზრახული ჰქონდა აეროპორტში რუტინული დაშვების მოჩვენებითი მიახლოება და ბოლო წუთს თვითმფრინავის ტერმინალისკენ მიმართვა, მაგრამ გატაცება დაშავებულმა ინდოელმა პილოტმა აღკვეთა, რომელმაც კაბინის კარის გაღება მოახერხა. იორდანიის თავზე […]

Continue Reading

თურქეთში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა. თურქეთის ადანას პროვინციის საიმბეილის რაიონში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შესახებ თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურმა (AFAD) განაცხადა. ბიძგები ადგილობრივი დროით 14:19 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 7.99 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. მოგვიანებით, 15:43 საათზე 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ცენტრალური თურქეთის ქალაქ ოსმანიეში. მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა მერსინის, გაზიანტეპის, კილისისა და ოსმანიეს პროვინციებში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

„ახალი პანდემიის შიშის ფონზე, პუტინის რეჟიმი „შავი ჭირის“ აფეთქებას „მალავს“ – The Sun

2 ოქტომბერს, ირკუტსკის ოლქში, შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში 28 წლის ქალი “შავი ჭირით” გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი საავადმყოფოს დირექტორმა დაადასტურა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, 1 ოქტომბრიდან საავადმყოფოში რამდენიმე განყოფილებაში პაციენტების მიღება და გაწერა შეჩერებულია. სტაციონარული განყოფილება კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო ამბულატორიული კლინიკა ღია რჩება. იმის შესახებ, რომ რუსეთში „შავი ჭირის“ აფეთქებაა, ბოლო დროს ბევრი საერთაშორისო მედიასაშუალება […]

Continue Reading

ტრამპი: ირანს აღარ სურს ბირთვული იარაღის წარმოება

თეთრ სახლთან გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ თეირანს ბირთვული იარაღის წარმოების გეგმები არ აქვს. ამით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, რომელმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ისინი არ აპირებენ ატომური ბომბის შემუშავებას, რადგან ეს აშკარად აკრძალულია გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ფატვათი. „ირანმა, როგორც იცით, პრაქტიკულად […]

Continue Reading

რადარებიდან გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელიც ბერმუდის კუნძულებიდან ბოსტონში მიფრინავდა

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნანტაკეტის კუნძულის სანაპიროსთან რადარიდან გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ სანაპირო დაცვა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში იტყობინება. „სანაპირო დაცვა ეძებს Gulfstream-ის თვითმფრინავს, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციამ შაბათს დილით თვითმფრინავთან კონტაქტის დაკარგვის შესახებ განაცხადა“, – ნათქვამია განცხადებაში. „ძებნა ნანტაკეტის სანაპიროსთან მიმდინარეობს“. სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი ბერმუდის კუნძულებიდან […]

Continue Reading

ქალმა აეროპორტის საპირფარეშოში იმშობიარა, სხვადასხვა ვერსიით, ბავშვი დაახრჩო და თავადაც გარდაიცვალა – მედია

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში 30 წლის ქალმა ტერმინალის საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც დედაც და ახალშობილიც გარდაიცვალნენ. მოსკოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ინციდენტის გარემოებებს იძიებს. არსებული ინფორმაციით, ნატალია 11 წლის ქალიშვილთან და 38 წლის პარტნიორ დიმიტრისთან ერთად, თურქეთში შვებულებიდან ბრუნდებოდა. მოსკოვში დაშვების შემდეგ, ის აეროპორტის საპირფარეშოში შევიდა, სადაც მას მშობიარობა დაეწყო. სხვა მგზავრებმა […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავის ფასი დაიკლებს

ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავის ფასი დაიკლებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალაბამაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. „დღეს დილით „დიდი შვიდეულის“ წევრებს ვესაუბრე და მოხარული ვარ გაცნობოთ, მარაგებიდან დიდი რაოდენობით დიზელის საწვავის ბაზარზე გატანის შესახებ ევროპასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, „დიზელის საწვავის ფასები უკვე იკლებს“. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო „ომისთვის სრული სახელმწიფო მზადყოფნის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს – მედია

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო „ომისთვის სრული სახელმწიფო მზადყოფნის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს. „რჟეჩპოსპოლიტას“ ცნობით, კანონპროექტის მიზანია ეროვნული თავდაცვის მართვის ოპტიმიზაცია. ამჟამად სამინისტროში მისი განხილვა მიმდინარეობს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტში ასახული მთავარი მიზანია „პოლონეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, შეიარაღებულ ძალებსა და შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება და არსებული რეგულაციების თანამედროვე საფრთხეებთან, კერძოდ, ჰიბრიდულ, კიბერ და დეზინფორმაციულ საფრთხეებთან ადაპტირება“. კანონპროექტი, […]

Continue Reading

ემანუელ მაკრონი -„დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის ფასის შესამცირებლად ბაზარზე 100 მილიონი ბარელის გატანაზე შეთანხმდნენ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის ფასის შესამცირებლად ბაზარზე 100 მილიონი ბარელის გატანაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მაკრონის თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები კოორდინირებულად მუშაობაზე შეთანხმდნენ დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად. მისი თქმით, „დიდი შვიდეული“ შეთანხმდა სამ რამეზე: უფრო მოქნილი გახადონ წარმოება, რათა მაქსიმალურად გაზარდონ წარმოება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე; ოთხი […]

Continue Reading

ბულგარეთის ეკლესიის წევრების ნაწილი მსოფლიო პატრიარქის ვიზიტს ეწინააღმდეგება

ბულგარეთში ორ ათასზე მეტმა სასულიერო და საერო პირმა მოითხოვა მსოფლიო პატრიარქის მოსალოდნელი ვიზიტის გაუქმება მისი ქმედებებისადმი უთანხმოებისა და განხეთქილების ლეგიტიმაციის საფრთხის გამო. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კანცელარიაში ორ ათასზე მეტი სასულიერო პირის, მონაზვნისა და საერო პირის მიერ ხელმოწერილი ღია წერილი წარადგინეს, რომელშიც რილას მონასტერში პატრიარქ ბართლომეოსთან თანაწირვის უარყოფას ითხოვენ. ამის შესახებ “მართლმადიდებელ ქრისტიანთა კავშირი” […]

Continue Reading

პროტესტი პარიზში – სკოლის დირექტორს ბენზინი გადაასხეს, შენობები კი იწვის

საფრანგეთში სკოლებში საპროტესტო აქციები ძალადობრივ პროტესტში გადაიზარდა და სულ უფრო მეტ ფრანგულ ქალაქს მოიცავს. ხუთშაბათს, თავდამსხმელებმა პარიზის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს სულ მცირე ორ სკოლას, იტყობინება Reuters მერიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მარსელის პოლიციის ცნობით, ასობით ახალგაზრდამ ალყა შემოარტყა სახანძრო მანქანას, რომელიც ხუთშაბათს დილით სენტ-ეგზიუპერის ლიცეუმში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა. მათ მეხანძრეები აიძულეს, მანქანა […]

Continue Reading

ისრაელის მედია – „ფლაიდუბაის“ თვითმფრინავი, სადაც პილოტების დაპირისპირება მოხდა, აეროპორტში უკრაინელმა და რუსმა მგზავრებმა დასვეს

„ფლაიდუბაის“ თვითმფრინავი, სადაც პილოტების დაპირისპირება მოხდა, საუდის არაბეთში, კერძოდ ტაბუის აეროპორტში უკრაინელმა და რუსმა მგზავრებამა დასვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, პილოტების კაბინაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორმა მგზავრმა თვითმფრინავის მართვა საკუთარ თავზე აიღო, რითაც კატასტროფის თავიდან აცილება მოხერხდა. ცნობისთვის, 30 სექტემბერს თვითმფრინავი, რომელიც რეისს დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით ასრულებდა, დისპეტჩერებს გატაცების სიგნალი […]

Continue Reading

ბიზნესმენების სახლები გაჩხრიკეს, რომლებსაც რუსეთში საქართველოს გავლით მსუბუქი ავტომობილები უკანონოდ შეჰყავდათ

ავსტრიასა და გერმანიაში ორი ბიზნესმენის სახლი გაჩხრიკეს, რომლებიც რუსეთში მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს გავლით 59 მსუბუქი ავტომობილის უკანონოდ ექსპორტში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გერმანიაში, კაიზერსლაუტერნის პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში წერია. ბიზნესმენებს, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, 7 მლნ ევროს ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ. სამართალდამცავი ორგანოები მიიჩნევენ, რომ ეჭვმიტანილებმა რუსეთში ანტირუსული სანქციების დარღვევით 53 მსუბუქი და 6 სატვირთო […]

Continue Reading

Flydubai-ის რეისთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

Flydubai-ის რეისთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ისრაელის „მე-14 არხი“ იტყობინება, რომ Flydubai-ს რეისის მეორე პილოტმა, რომელმაც საუდის არაბეთში საგანგებო დაშვება განახორციელა, შესაძლოა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, ხოლო მისი კოლეგა ამის თავიდან აცილებას ცდილობდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის კაპიტანი რუსი იყო, ხოლო მეორე პილოტი – უკრაინელი. „არსებობს ვარაუდი, რომ ერთ-ერთმა პილოტმა… (რედ.) მოკლე დროში 30,000 […]

Continue Reading

პილოტებმა ფრენის დროს იჩხუბეს – დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისი საუდის არაბეთში დაეშვა

პილოტების ჩხუბის შემდეგად, დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისი საუდის არაბეთში დაეშვა დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისი საუდის არაბეთში გადამისამართდა განგაშის სიგნალის გაცემის შემდეგ. მედიის ცნობით, ეკიპაჟმა სხვადასხვა განგაშის სიგნალი გასცა, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლო გატაცების მცდელობას უკავშირდებოდა. შედეგად, ისრაელის გამანადგურებლები აფრენა გახდა საჭირო. თვითმფრინავი, რომელიც იორდანიის თავზე მიფრინავდა,  უკან შებრუნდა და საუდის არაბეთისკენ გაემართა დაშვება განახორციელა. […]

Continue Reading

რუსეთში აღარ დააფინანსებენ ფილმებს, რომლებშიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ქრთამს იღებენ

ფილმები და სერიალები, რომლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, საგამოძიებო კომიტეტის, ან პროკურატურის წარმომადგენლები ქრთამს იღებენ, ან კრიმინალურ სქემებში მონაწილეობენ, სახელმწიფო დაფინანსებას აღარ მიიღებენ, განუცხადა „კომერსანტს“ ორმა წყარომ მსხვილი კინოსტუდიებიდან. გაზეთის წყაროებმა დასძინეს, რომ ეს ასევე გავლენას მოახდენს მანიაკებისა და სერიული მკვლელების შესახებ პროექტებზე. მოთხოვნები ჯერ არ იქნება კანონით გათვალისწინებული, მაგრამ, „კომერსანტის“ წყაროს თქმით, […]

Continue Reading

„ჯანდაბაში წასულხართ ყველა!“ – მომღერალმა ვალერი მელაძემ პრაღაში გამართულ კონცერტზე მაყურებელს დაუყვირა და სცენა დატოვა

„ჯანდაბაში წასულხართ ყველა!“ – მომღერალმა ვალერი მელაძემ პრაღაში გამართულ კონცერტზე მაყურებელს დაუყვირა და სცენა დატოვა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. პრაღაში გამოსვლისას 61 წლის მომღერალმა შენიშნა ქალების ჩხუბი. მელაძემ მაყურებელს მიმართა და თქვა, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან ცუდად და უპატივცემულოდ იქცეოდა. „აქ რაღაც ჩხუბი მიმდინარეობს… ეს კონცერტია. ჯანდაბაში წასულხართ ყველა, ვინც ეს არეულობა დაიწყო! ნუ […]

Continue Reading

ვლადიმერ პუტინმა სამ ქვეყანაში რუსული რუბლის გატანა აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააგრძელა იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ რუსეთიდან აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ნაღდი ფულის რუბლის ექსპორტის აკრძალვა. რუსული ოფიციალური მედიის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანებულება გამოქვეყნდა ოფიციალური სამართლებრივი აქტების ვებ-გვერდზე. „დაწესდეს აკრძალვა რუსეთის ფედერაციიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და უზბეკეთის რესპუბლიკაში… იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, თანხის […]

Continue Reading

რომის პაპი – სამწუხაროდ, დღეს ომი დაბრუნდა, ევროპაშიც კი – მოლაპარაკებებში სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ და მზად ვიყოთ მშვიდობისთვის გარკვეული პოზიციების დასათმობად

მომლაპარაკებლები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მშვიდობის მისაღწევად „გარკვეული პოზიციები“ გაწირონ , – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ საფრანგეთის ქალაქ მეცში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რომის პაპმა სიტყვით გამოსვლისას კონკრეტულად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა არ ახსენა, თუმცა განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტზე ომი დაბრუნდა. მისი თქმით, „ილუზიაა ის, რომ გადაიარაღება პასუხს წარმოადგენს“. „სამწუხაროდ, დღეს ომი დაბრუნდა, ევროპაშიც […]

Continue Reading

ევროკავშირმა უკრაინის, მოლდოვასა და კიდევ 2 ქვეყნის გაწევრიანების ახალი გეგმა შეიმუშავა

ევროკავშირმა მონტენეგროს, უკრაინის, მოლდოვისა და ალბანეთის ბლოკში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად ინდივიდუალური გზამკვლევები შეიმუშავა. ევროკომისიის ინიციატივა მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპების დასასრულებლად კონკრეტულ ვადებსა და წინაპირობებს ოფიციალურად განსაზღვრავს. POLITICO-ს ინფორმაციით, ბრიუსელმა აღნიშნულ ქვეყნებს მკაფიო გარანტიები რეფორმების წარმატებით განხორციელების სანაცვლოდ მისცა. ახალ დოკუმენტში კანდიდატების მიმართ მოთხოვნილ ნაბიჯებთან ერთად ევროკავშირის მოქმედი წევრების ვალდებულებებიც გაიწერა და მოლაპარაკებების თემატური ნაწილების დასრულების სავარაუდო თარიღებიც […]

Continue Reading

ყაზახეთში საზღვაო წვრთნების დროს ზღვამ 19 სამხედრო მოსამსახურე გაიტაცა – არიან გარდაცვლილები

ყაზახეთში საზღვაო წვრთნების შედეგად ფატალური შემთხვევა მოხდა – 19 სამხედრო მოსამსახურე ზღვამ გაიტაცა – იტყობინება ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრო. „ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ 24 სექტემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საზღვაო წვრთნების დროს მანგისტაუს რეგიონში, კასპიის ზღვის სანაპიროზე საბრძოლო მომზადების მისიის შესრულებისას, სამხედრო მოსამსახურეები ზღვამ გაიტაცა მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესებისა და ქარის გაძლიერების გამო“ – იუწყება ყაზახეთის […]

Continue Reading

თურქეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთით, შანლიურფის პროვინციაში, სირიის საზღვრის სიახლოვეს, 7კმ სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს მეზობელ დიარბაქირსა და ადიამანის პროვინციებშიც. ამ დროისთვის ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან უარი თქვა ტრამპის მოთხოვნაზე, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ტრამპმა მას სთხოვა, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა გლობალური დიზელის ფასების ზრდის ფონზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნა უარყოფილი იქნა, რადგან მიაჩნია, რომ ფასების ზრდა, ძირითადად, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით არის განპირობებული და არა უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმებით. მანვე დასძინა, რომ ვინაიდან ყველას სურს დიზელის ფასის საკითხის […]

Continue Reading

რუსეთ-უკრაინის შეთანხმებას იმაზე სწრაფად მივაღწევთ, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას დიდი გადაწყვეტილება აქვს მიღასაღები იმასთან დაკავშირებით, დაიდება თუ არა ირანთან შეთანხმება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს “აღადგინონ და შექმნან გაცილებით დიდი ქვეყანა, ვიდრე ოდესმე ყოფილა”. მეორე მხრივ, ტრამპი აცხადებს, რომ მას შეუძლია “ისლამური რესპუბლიკის განადგურება” და მათთვის “იმის შანსის აღარასდროს მიცემა, რომ ხალხი და ქვეყნები გაანადგურონ”. “მჯერა, რომ შეთანხმებას არჩევნების […]

Continue Reading

ლიეტუვის სეიმმა კონსტიტუციიდან ქვეყანაში ბირთვული იარაღის განლაგების აკრძალვის მოხსნას მხარი დაუჭირა

ლიეტუვის სეიმმა კონსტიტუციიდან ქვეყანაში ბირთვული იარაღის განლაგების აკრძალვის მოხსნას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭია 99-მა წევრმა, 13-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ხუთმა თავი შეიკავა. ამის შესახებ BNS იტყობინება. ლიეტუვის პარლამენტმა ცვლილებებს კიდევ ორჯერ უნდა უყაროს კენჭი, მათ შორის სამთვიანი შესვენებით. საბოლოო კენჭისყრა, სეიმის სპიკერის, იუოზას ოლეკასის თქმით, 2027 წლის 12 იანვარს გაიმართება. მას მხარი უნდა […]

Continue Reading

აღმოაჩენილია “წამების ოთახი” – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ეს­ტე­პო­ნა­ში პო­ლი­ცი­ამ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ე.წ. წა­მე­ბის ოთა­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­ი­და­ნაც ორი მა­მა­კა­ცი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ისი­ნი სას­ტი­კად იყ­ვნენ ნა­ცე­მი და სახ­ლში ძა­ლით ჰყავ­დათ გა­მო­კე­ტი­ლი. საქ­მე­ზე შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ეს­პა­ნუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. სახ­ლში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ორი AK-47 ტი­პის ავ­ტო­მა­ტი და პის­ტო­ლე­ტე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი, მა­რო­კოს მო­ქა­ლა­ქე, […]

Continue Reading

ტრამპი: რუსეთმა უკრაინაში თავდასხმების გამო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე კონტროლი დაკარგა

სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის წარმოების ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა. მათი დიზელის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქდა და, სულ მცირე, დროებით, მწყობრიდან გამოსულია. ამი შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა. “უკრაინასთან ეს აბსურდული და დაუსრულებელი ომი უნდა დასრულდეს. მთელი მსოფლიო იტანჯება, ხოლო ყოველთვიურად 25 000 ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცი, იღუპება” – დასძინა მან. […]

Continue Reading

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს იგივე “დუმას” არჩევნებში მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა. ბიულეტენების 90.43%-ის დათვლის შედეგად, სახელისუფლებო გუნდი პირველ ადგილს 57.86%-ით იკავებს. მეორე პოზიციაზე კომუნისტური პარტია CPRF-ია, რომელმაც ხმათა 13.84% მოიპოვა. ულტრანაციონალისტურმა გაერთიანება LDPR-მა ამომრჩეველთა 8.9% მიიღო, პარტია “ახალმა ხალხმა” კი ხმების 7.94% დააგროვა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ზღვარს 4.95%-ით პარტია “უბრალოდ რუსეთიც” უახლოვდება. […]

Continue Reading

ფიზიკური საფრთხის გამო ოპოზიციონერმა რუსმა პოლიტიკოსმა სომხეთში ვიზიტი გააუქმა

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა განაცხადა, რომ იძულებული გახდა სომხეთში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინა მას შემდეგ, რაც მოგზაურობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ გაფრთხილება მიიღო. “დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ საქმე ფიზიკურ საფრთხეს ეხება. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის იგნორირება არ შემიძლია და იძულებული ვარ უსაფრთხოების პროტოკოლები დავიცვა. ამიტომ, ჩემი ვიზიტი სომხეთში გადაიდო და იქ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა გაუქმდა“, – განაცხადა […]

Continue Reading

ტრამპმა CNN-ის, MSNOW-ის და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აუქმებს CNN-ის, MS NOW-ის და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში წვდომას მისი ადმინისტრაციის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ამის შესახებ სოციალურ მედია პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა. „სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუუქმებ თეთრ სახლში წვდომას მატყუარა CNN-ს, MS NOW-ს (რომელმაც ცოტა ხნის წინ შეიცვალა სახელი MSNBC-დან მაყურებლებისა […]

Continue Reading

„შეცდომას არ დაუშვებთ“ – ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში ხმა დისტანციურად მისცა და მადლობა გადაიხადა

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობაც უკვე მიიღო კრემლის მეთაურმა. ვლადიმერ პუტინმა დისტანციურად მისცა ხმა და ბოლოს „მადლობა“ გადაიხადა. ვლადიმერ პუტინმა ხმის მიცემაში მონაწილეობა დისტანციური ხმის მიცემის სისტემის გამოყენებით მიიღო. „შეცდომას არ დაუშვებთ“, – თქვა პუტინმა ხმის მიცემის დაწყებამდე. ხმის მიცემის შემდეგ კი, მან ვიღაცას „მადლობა“ გადაუხადა.ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 18-20 სექტემბრამდე გაიმართება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

გაპრეზიდენტების შემდეგ დონალდ ტრამპი $2.7-მილიარდით გამდიდრდა

საერთაშორისო ეკონომიკური გამოცემა Forbes-ის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქონებამ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ $7 მილიარდს მიაღწია. როგორც ირკვევა, ამერიკელი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის კაპიტალი ამ პერიოდში $2.7 მილიარდით გაიზარდა. ჟურნალის ინფორმაციით, ტრამპმა ფინანსურ წარმატებას კრიპტოვალუტის პროექტებითა და საერთაშორისო გარიგებებით მიაღწია. გამოცემის შეფასებით, „ამერიკის ისტორიაში პოლიტიკით ამდენი თანხა არავის გამოუმუშავებია“. აღსანიშნი ფაქტია, რომ თავად დონალდ ტრამპმა […]

Continue Reading

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კოსოვოს სპეციალურმა სასამართლომ ის და კიდევ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო 1998-1999 წლების ომის დროს თვითნებური დაკავებების, სასტიკი მოპყრობის, წამებისა და მკვლელობისთვის. 58 წლის ტაჩის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მის თანამზრახველებს 13-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თუმცა, სასამართლომ […]

Continue Reading

პირველად ევროკავშირის ისტორიაში – ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადას ასოცირებული წევრობა შესთავაზა

ევროკავშირმა კანადას ასოცირებული წევრობა შესთავაზა – ეს ევროკავშირის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო. ამის შესახებ BBC წერს. „მსურს დავიწყო მუშაობა კანადისთვის ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრის სტატუსის მოპოვებაზე“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური აგარიშის წარდგენისას. “გარდიანის” ცნობით, მის წინადადებას მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა. „ეს პარტნიორობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ […]

Continue Reading

უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – დონალდ ტრამპი

უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამის შესახებ სოციალურ მედია პლატფორმა Truth-ზე დაწერა. მისი თქმით, რუსეთიც დათანხმდა იმავეს გაკეთებას. “დიზელის საწვავის გლობალური ფასების ზრდა, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომით არის განპირობებული და არა ირანით” – წერს ტრამპი. 🔵13 სექტემბერს ტრამპმა ზელენსკის სთხოვა, შეეწყვიტა რუსეთში დიზელის საწვავის წარმოების […]

Continue Reading

კიევი-ვარშავას მატარებლის სიახლოვეს, რომელსაც დღეს რუსული დრონი თავს დაესხა, ბორის ჯონსონი და სხვა ევროპელი ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ – მედია

კიევი-ვარშავას მატარებლის სიახლოვეს, რომელსაც დღეს რუსული დრონი თავს დაესხა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და სხვა ევროპელი ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. უკრაინის რკინიგზის განცხადებით, რუსეთმა სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს ვოლინის რეგიონში, პოლონეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში დაარტყა. „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება, რომ მატარებელი კიევიდან ვარშავაში მიემგზავრებოდა. „შპიგელის“ ცნობით, უკრაინიდან კიდევ ერთ მატარებელში იმყოფებოდნენ ფრიდრიხ მერცის საგარეო პოლიტიკისა და […]

Continue Reading