ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან უარი თქვა ტრამპის მოთხოვნაზე, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა

დღის სიახლეები უცხოეთი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ტრამპმა მას სთხოვა, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა გლობალური დიზელის ფასების ზრდის ფონზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნა უარყოფილი იქნა, რადგან მიაჩნია, რომ ფასების ზრდა, ძირითადად, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით არის განპირობებული და არა უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმებით.

მანვე დასძინა, რომ ვინაიდან ყველას სურს დიზელის ფასის საკითხის ამ გზით მოგვარება, მაშინ უკრაინას ყველა უნდა დაეხმაროს პუტინისა და მისი უკრაინაში ბლექაუთების შეჩერებაში და აიძულონ იგი, შეწყვიტოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა.

„დიზელის ფასები შეიძლება ზოგიერთისთვის მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჩვენთვის ჩვენი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია“, – თქვა ზელენსკიმ.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *