კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დღის სიახლეები უცხოეთი

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კოსოვოს სპეციალურმა სასამართლომ ის და კიდევ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო 1998-1999 წლების ომის დროს თვითნებური დაკავებების, სასტიკი მოპყრობის, წამებისა და მკვლელობისთვის.

58 წლის ტაჩის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მის თანამზრახველებს 13-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

თუმცა, სასამართლომ ტაჩის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ აღმოაჩინა და ამ ბრალდებაში ის უდანაშაულოდ ცნო.

ტაჩი დანაშაულს არ აღიარებს.

ის კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი იყო. მას შემდეგ, რაც კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ტაჩი ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის, პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

2016 წლიდან 2020 წლამდე ტაჩი კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც კოსოვოს სპეციალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფება

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *