ბოგოტა-ფრანკფურტის ავია რეისის მგზავრმა 9000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ფრენის დროს Boeing 787-ის კარის გაღება სცადა.
RMF24-ის ცნობით, 33 წლის მამაკაცი მოულოდნელად კარს მიუახლოვდა და კარის დაეჯაჯგურა. ეკიპაჟის მოთხოვნის მიუხედავად, შეეწყვიტა ამის კეთება, ის კარის გაღებას მაინც ცდილობდა.
ეკიპაჟმა და ორმა მგზავრმა მისი შეჩერება მოახერხეს. საჭირო გახდა მამაკაცის ფრენის დასრულებამდე შეკავება.
ამ დროისთის სხვა დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი. არ არის მითითებული, რომელი ავიაკომპანიის თვითმფრინავში ხდებოდა ინციდენტი.


