რომის პაპი – სამწუხაროდ, დღეს ომი დაბრუნდა, ევროპაშიც კი – მოლაპარაკებებში სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ და მზად ვიყოთ მშვიდობისთვის გარკვეული პოზიციების დასათმობად

დღის სიახლეები უცხოეთი

მომლაპარაკებლები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მშვიდობის მისაღწევად „გარკვეული პოზიციები“ გაწირონ , – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ საფრანგეთის ქალაქ მეცში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რომის პაპმა სიტყვით გამოსვლისას კონკრეტულად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა არ ახსენა, თუმცა განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტზე ომი დაბრუნდა.

მისი თქმით, „ილუზიაა ის, რომ გადაიარაღება პასუხს წარმოადგენს“.

„სამწუხაროდ, დღეს ომი დაბრუნდა, ევროპაშიც კი: ახალ უაზრო ხოცვა-ჟლეტას ყოველდღიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ მოთმინებით სავსე დიალოგის ვალდებულება უნდა ავიღოთ, მოლაპარაკებებში სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ და მზად უნდა ვიყოთ მშვიდობისთვის გარკვეული პოზიციების დასათმობად“, – განაცხადა რომი პაპმა.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *