ფიზიკური საფრთხის გამო ოპოზიციონერმა რუსმა პოლიტიკოსმა სომხეთში ვიზიტი გააუქმა

დღის სიახლეები უცხოეთი

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა განაცხადა, რომ იძულებული გახდა სომხეთში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინა მას შემდეგ, რაც მოგზაურობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ გაფრთხილება მიიღო.

“დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ საქმე ფიზიკურ საფრთხეს ეხება. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის იგნორირება არ შემიძლია და იძულებული ვარ უსაფრთხოების პროტოკოლები დავიცვა. ამიტომ, ჩემი ვიზიტი სომხეთში გადაიდო და იქ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა გაუქმდა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

იაშინს ერევანში „შუადღე მშვიდობიანი რუსეთისთვის“ აქციაში მონაწილეობა და ადგილობრივ ანტისაომარ საზოგადოებასთან შეხვედრის გამართვა ჰქონდა დაგეგმილი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *