ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავის ფასი დაიკლებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალაბამაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დღეს დილით „დიდი შვიდეულის“ წევრებს ვესაუბრე და მოხარული ვარ გაცნობოთ, მარაგებიდან დიდი რაოდენობით დიზელის საწვავის ბაზარზე გატანის შესახებ ევროპასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, „დიზელის საწვავის ფასები უკვე იკლებს“.


