„ჯანდაბაში წასულხართ ყველა!“ – მომღერალმა ვალერი მელაძემ პრაღაში გამართულ კონცერტზე მაყურებელს დაუყვირა და სცენა დატოვა

დღის სიახლეები უცხოეთი

„ჯანდაბაში წასულხართ ყველა!“ – მომღერალმა ვალერი მელაძემ პრაღაში გამართულ კონცერტზე მაყურებელს დაუყვირა და სცენა დატოვა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

პრაღაში გამოსვლისას 61 წლის მომღერალმა შენიშნა ქალების ჩხუბი. მელაძემ მაყურებელს მიმართა და თქვა, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან ცუდად და უპატივცემულოდ იქცეოდა.

„აქ რაღაც ჩხუბი მიმდინარეობს… ეს კონცერტია. ჯანდაბაში წასულხართ ყველა, ვინც ეს არეულობა დაიწყო! ნუ იქნებით იდიოტები! გაეთრიეთ აქედან! და ისინი ყველასთვის რაღაცის ახსნასაც კი ცდილობენ. მე ყველას გიყურებთ“, – თქვა მომღერალმა, რომელმაც, თვითმხილველების თქმით, გამოსვლის შემდეგ სცენა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ვალერი მელაძემ რუსეთი დატოვა. ამჟამად ის ესპანეთში ცხოვრობს მეუღლესთან, ალბინა ჯანაბაევასთან და შვილებთან ერთად.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *