Flydubai-ის რეისთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ისრაელის „მე-14 არხი“ იტყობინება, რომ Flydubai-ს რეისის მეორე პილოტმა, რომელმაც საუდის არაბეთში საგანგებო დაშვება განახორციელა, შესაძლოა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, ხოლო მისი კოლეგა ამის თავიდან აცილებას ცდილობდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის კაპიტანი რუსი იყო, ხოლო მეორე პილოტი – უკრაინელი.
„არსებობს ვარაუდი, რომ ერთ-ერთმა პილოტმა… (რედ.) მოკლე დროში 30,000 ფუტიდან 15,000 ფუტამდე მკვეთრი ვარდნა განახორციელა. მეორე პილოტმა ეს ჩხუბში ჩართვით შეაჩერა“, – იტყობინება ებრაული არხი.
ისრაელის მედია ასევე ვარაუდობს, რომ მგზავრებმა თავდამსხმელის შეჩერება შეძლეს. ინტერნეტში უკვე გამოქვეყნდა მგზავრების ფოტოები, რომლებსაც სისხლი ჰქონდათ ტანსაცმელზე.


