თურქეთში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

დღის სიახლეები უცხოეთი

თურქეთში მიწისძვრა მოხდა.

თურქეთის ადანას პროვინციის საიმბეილის რაიონში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის შესახებ თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურმა (AFAD) განაცხადა.

ბიძგები ადგილობრივი დროით 14:19 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 7.99 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

მოგვიანებით, 15:43 საათზე 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ცენტრალური თურქეთის ქალაქ ოსმანიეში.

მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა მერსინის, გაზიანტეპის, კილისისა და ოსმანიეს პროვინციებში.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *