პილოტების ჩხუბის შემდეგად, დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისი საუდის არაბეთში დაეშვა
დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისი საუდის არაბეთში გადამისამართდა განგაშის სიგნალის გაცემის შემდეგ.
მედიის ცნობით, ეკიპაჟმა სხვადასხვა განგაშის სიგნალი გასცა, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლო გატაცების მცდელობას უკავშირდებოდა. შედეგად, ისრაელის გამანადგურებლები აფრენა გახდა საჭირო.
თვითმფრინავი, რომელიც იორდანიის თავზე მიფრინავდა, უკან შებრუნდა და საუდის არაბეთისკენ გაემართა დაშვება განახორციელა. ისრაელის მედიის ცნობით, ინციდენტი პილოტებს შორის ჩხუბმა გამოიწვია. კონფლიქტის გარემოებები გამოძიების პროცესშია.
თვითმფრინავის ბორტზე 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად, ისრაელის მოქალაქეები. ინციდენტის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საგანგებო შეხვედრა მოიწვია.


