კიევი-ვარშავას მატარებლის სიახლოვეს, რომელსაც დღეს რუსული დრონი თავს დაესხა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და სხვა ევროპელი ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.
უკრაინის რკინიგზის განცხადებით, რუსეთმა სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს ვოლინის რეგიონში, პოლონეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში დაარტყა. „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება, რომ მატარებელი კიევიდან ვარშავაში მიემგზავრებოდა.
„შპიგელის“ ცნობით, უკრაინიდან კიდევ ერთ მატარებელში იმყოფებოდნენ ფრიდრიხ მერცის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მრჩეველი, გიუნტერ საუტერი, და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის სხვა ოფიციალური პირები, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
დაახლოებით დილის 5:00 საათზე, მატარებელი პოლონეთის საზღვართან გაჩერდა დრონის საფრთხის გამო, რის შემდეგაც ზოგიერთი მგზავრი ევაკუირებული იყოა. განგაში მალევე გაუქმდა; სხვა დრონები არ დაფიქსირებულა და არავინ დაშავებულა.
შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა X-ში ასევე განმარტა, რომ „ეს ჩვენი მატარებელი არ იყო, არამედ ის მატარებელი, რომელმაც პოლონეთის საზღვართან სულ რამდენიმე წუთით ადრე გაიარა“:
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
