11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

დღის სიახლეები უცხოეთი

11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ეს დღე 2011 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით დაწესდა.

მისი მიზანია ყურადღების მიპყრობა გოგონების უფლებებზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას, დისკრიმინაციისგან დაცვას და ადრეული ქორწინებას, რაც გოგონებს ბავშვობას ართმევს და განვითარების შესაძლებლობებს ზღუდავს.

არსებული მონაცემებით, მსოფლიოში 15-დან 19 წლამდე ასაკის დაახლოებით ოთხიდან ერთი გოგონა არ მუშაობს, არ სწავლობს და არ გადის პროფესიულ მომზადებას. ამ ასაკობრივი ჯგუფის ბიჭებს შორის იგივე სიტუაცია დაახლოებით ათიდან ერთს ეხება.

გოგონათა საერთაშორისო დღე პირველად 2012 წელს აღინიშნა, ბავშვთა ქორწინების საკითხზე ფოკუსირებით.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *