ლიეტუვის სეიმმა კონსტიტუციიდან ქვეყანაში ბირთვული იარაღის განლაგების აკრძალვის მოხსნას მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭია 99-მა წევრმა, 13-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ხუთმა თავი შეიკავა. ამის შესახებ BNS იტყობინება.
ლიეტუვის პარლამენტმა ცვლილებებს კიდევ ორჯერ უნდა უყაროს კენჭი, მათ შორის სამთვიანი შესვენებით. საბოლოო კენჭისყრა, სეიმის სპიკერის, იუოზას ოლეკასის თქმით, 2027 წლის 12 იანვარს გაიმართება. მას მხარი უნდა დაუჭიროს წევრთა ორმა მესამედმა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობამ.
ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რემიგიუს მოტუზასმა, განაცხადა, რომ ლიეტუვამ არ უნდა შექმნას დაბრკოლებები ნატოს ბირთვული შეკავებისთვის და არ უნდა იყოს ალიანსის სუსტი რგოლი რეგიონში.
„ლიტვამ ნათლად უნდა აჩვენოს მოკავშირეებსა და მოწინააღმდეგეებს, რომ ის ყველა საჭირო საშუალებით დაიცავს თავის დამოუკიდებლობას. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ნაკლებად დაცულები, ვიდრე ნატოს სხვა ქვეყნები“, – თქვა მან.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
