15 წლის ბიჭი სკოლის პერსონალს დანით დაესხა თავს და დამლაგებელი მოკლა

დღის სიახლეები უცხოეთი

პოლონეთში, მაზოვის სავოევოდეში, 15 წლის ბიჭი სკოლის პერსონალს დანით დაესხა თავს. 37 წლის დამლაგებელი მოკლულია, ხოლო ორი ადამიანი დაჭრილი.

პოლიციაზე დაყრდნობით, TVN24 იტყობინება, რომ თავდასხმა ვიშკოვის მახლობლად, სოფელ ლეშჩიდულ-ნოვინიში მოხდა. ბიჭი ადრე ამავე სკოლაში სწავლობდა.

ის, თავდაპირველად, დამლაგებელს დაესხა თავს. სკოლის დირექტორმა მისი შეკავება მასწავლებლის დახმარებით სცადა. ორივე დაშავდა, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *