ევროპარლამენტში შიშველი ტრამპის ქანდაკება დადგეს, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“.
დაახლოებით 2.44 მეტრის სიმაღლის ქანდაკება, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“, დანიელმა მოქანდაკემ იენს გალშიოტმა შექმნა და მთლიანად ოქროს ფურცლებითაა დაფარული, იუწყება The Independent.
ტრამპი გამოსახულია ერთ ხელში გოლფის ჯოხი და დედამიწის ფორმის ბურთი, ხოლო მეორეში სასწორი უჭირავს. ის გაცილებით დაბალი მამაკაცის მხრებზეა გამოსახული. ქანდაკების კიდევ ერთი სახელწოდებაა „უსამართლობის მეფე“.
კვარცხლბეკზე წერია: „მე კაცის ზურგზე ვზივარ. ის ჩემი სიმძიმის ქვეშ იხრება. ყველაფერს გავაკეთებ მის დასახმარებლად. გარდა იმისა, რომ ზურგიდან არ ჩამოვიდე“.
გულშიოტმა თავისი ნამუშევარი აღწერა, როგორც „პროტესტის სატირული ძახილი“ აშშ-ის გარემოსდაცვითი და საგარეო პოლიტიკის არაპროგნოზირებადობის წინააღმდეგ.


