პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო „ომისთვის სრული სახელმწიფო მზადყოფნის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს.
„რჟეჩპოსპოლიტას“ ცნობით, კანონპროექტის მიზანია ეროვნული თავდაცვის მართვის ოპტიმიზაცია. ამჟამად სამინისტროში მისი განხილვა მიმდინარეობს.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტში ასახული მთავარი მიზანია „პოლონეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, შეიარაღებულ ძალებსა და შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება და არსებული რეგულაციების თანამედროვე საფრთხეებთან, კერძოდ, ჰიბრიდულ, კიბერ და დეზინფორმაციულ საფრთხეებთან ადაპტირება“.
კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, დააჩქარებს ჯარების, მათ შორის მოკავშირეების, გადანაწილებას, პოლონეთის თავდაცვის რეაგირების გეგმის ნატოს დოკუმენტებთან შესაბამისობაში მოყვანას და საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადებას. ცვლილებები ასევე შევიდა სამხედრო დანაყოფების წვრთნისა და წვრთნების ჩატარების წესებში.
ჯერჯერობით უცნობია, როდის წარედგინება კანონპროექტი სეიმს.


