აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აუქმებს CNN-ის, MS NOW-ის და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში წვდომას მისი ადმინისტრაციის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ამის შესახებ სოციალურ მედია პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა.
„სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუუქმებ თეთრ სახლში წვდომას მატყუარა CNN-ს, MS NOW-ს (რომელმაც ცოტა ხნის წინ შეიცვალა სახელი MSNBC-დან მაყურებლებისა და ნდობის ნაკლებობის გამო) და Politico-ს (რომელიც ჯო ბაიდენის თაღლითმა ადმინისტრაციამ უკანონოდ და სასაცილოდ გამოიწერა რეკორდული 8 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, რომელიც პირდაპირ გადაიხადა აშშ-ის მთავრობის მიერ მის გადასარჩენად, რასაც მე კორუმპირებულად მივიჩნევ) მათი „ყალბი ამბების“ გავრცელების გამო. მედია საშუალებებს არ უნდა მიეცეთ უფლება, მუდმივად გაავრცელონ ტყუილი და სიცრუე შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ტრამპის ადმინისტრაციის ან ამერიკის შეერთებული შტატების გაშუქებისას. სხვა მედია საშუალებებიც მიჰყვებიან“, – აღნიშნა მან.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
