აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზად არის, ირკუტსკში შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შემდეგ რუსეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადა.
რუსეთიდან ფილტვისმიერი ჭირის გავრცელების რისკთან დაკავშირებით ტრამპი ამბობს, რომ თეთრი სახლი მეტად ყურადღებით აკვირდება ამ მოვლენას.
“მას პნევმონიას უწოდებენ. იცით, წლების წინ პნევმონიის მკურნალობა უფრო ადვილი იყო. მიკრობები და ბაქტერიები გაძლიერდა, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით მათ,“ – აცხადებს ტრამპი.
ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ოლქის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი შემოიღო. შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი, თითქმის, 200 ადამიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს. „როსპოტრებნადზორი“ აცხადებს, რომ გარდაცვლილს უცნობი ეტიოლოგიის პნევმონია დაუდგინდა. კრემლი მოსასხლეობას მოუწოდებს, „როსპოტრებნადზორის“ ცნობებს თვალყური ადევნონ და „ჭორებს არ აყვნენ.“
4 ოქტომბერს Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთში შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შესახებ ინფორმაციას ყურადღებით აკვირდება.
ცნობისთვის: პნევმონიული ჭირი უკიდურესად საშიში და მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ბაქტერია, Yersinia pestis იწვევს. ის შავი ჭირის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა, რომელიც ფილტვებს აზიანებს. ის ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ ხველით ან ცემინებით გადაეცემა. ინკუბაციის პერიოდი რამდენიმე საათიდან ორ-სამ დღემდე, იშვიათად კი შვიდ დღემდე გრძელდება. სიცხის ტემპერატურა 39–40°C-მდე მკვეთრად იმატებს, რასაც ძლიერი შემცივნება და მკვეთრი თავის ტკივილი, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში და ხველა, ზოგჯერ სისხლიანი ხველა მოჰყვება. თუ პაციენტი სამედიცინო დახმარებას ინფექციიდან პირველი საათების ან დღეების განმავლობაში მიმართავს, დაავადება თანამედროვე ანტიბიოტიკებით იკურნება. თუმცა მკურნალობის გარეშე ის, თითქმის, ყოველთვის ფატალურია.


