ყაზახეთში საზღვაო წვრთნების დროს ზღვამ 19 სამხედრო მოსამსახურე გაიტაცა – არიან გარდაცვლილები

დღის სიახლეები უცხოეთი

ყაზახეთში საზღვაო წვრთნების შედეგად ფატალური შემთხვევა მოხდა – 19 სამხედრო მოსამსახურე ზღვამ გაიტაცა – იტყობინება ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრო.

„ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ 24 სექტემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საზღვაო წვრთნების დროს მანგისტაუს რეგიონში, კასპიის ზღვის სანაპიროზე საბრძოლო მომზადების მისიის შესრულებისას, სამხედრო მოსამსახურეები ზღვამ გაიტაცა მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესებისა და ქარის გაძლიერების გამო“ – იუწყება ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრო.

ცხრა სამხედროს გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებულია, დანარჩენებს კი კვლავ ეძებენ.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ სამი სამხედრო მოსამსახურე გადაარჩინეს, რომელთაგან ერთ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია და შესაბამისი უწყებები ზღვაში დაკარგულებს ეძებენ.

ყაზახეთის გენერალურმა პროკურატურამ აქტაუს გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ტრაგედიის მიზეზების გამოსაძიებლად ასევე შეიქმნა სამთავრობო კომისია.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *