ტრამპი: რუსეთმა უკრაინაში თავდასხმების გამო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე კონტროლი დაკარგა

დღის სიახლეები უცხოეთი


სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის წარმოების ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა. მათი დიზელის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქდა და, სულ მცირე, დროებით, მწყობრიდან გამოსულია. ამი შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.


“უკრაინასთან ეს აბსურდული და დაუსრულებელი ომი უნდა დასრულდეს. მთელი მსოფლიო იტანჯება, ხოლო ყოველთვიურად 25 000 ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცი, იღუპება” – დასძინა მან.

ტრამპის ახალი პოსტი უკავშირდება აშშ-ში დიზელის საწვავის რეკორდულ ფასებს. რუსეთში, წელს უკრაინაში თავდასხმების გახშირებამ ბენზინის მწვავე დეფიციტი გამოიწვია.

ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ ესაუბრა ტელეფონით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. წყარომ Axios-ს განუცხადა, რომ ტრამპმა კვლავ სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები, რადგან ეს დარტყმები გლობალური დიზელის საწვავის ფასების ზრდას იწვევს.

წყაროს ცნობით, საუბრის დროს სიტყვა „დიზელი“ არაერთხელ იქნა ნახსენები. ტრამპი და ზელენსკი სამშაბათს ნიუ-იორკში შეხვდებიან.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *