რადარებიდან გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელიც ბერმუდის კუნძულებიდან ბოსტონში მიფრინავდა

დღის სიახლეები უცხოეთი

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნანტაკეტის კუნძულის სანაპიროსთან რადარიდან გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.

ამის შესახებ სანაპირო დაცვა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში იტყობინება.

„სანაპირო დაცვა ეძებს Gulfstream-ის თვითმფრინავს, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციამ შაბათს დილით თვითმფრინავთან კონტაქტის დაკარგვის შესახებ განაცხადა“, – ნათქვამია განცხადებაში. „ძებნა ნანტაკეტის სანაპიროსთან მიმდინარეობს“.

სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი ბერმუდის კუნძულებიდან ბოსტონში მიფრინავდა.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *