შესაძლოა, ბრიტანეთის სპეცრაზმმა რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მოამზადა – The Telegraph

შესაძლოა, ბრიტანეთის სპეცრაზმმა რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მოამზადა, იუწყება The Telegraph. გამოცემის მიერ მოყვანილი სადაზვერვო ჩანაწერები ამტკიცებს, რომ ბრიტანული SAS-ის და სხვა დასავლური სპეცრაზმების ვეტერანები რუსებს ბულგარეთსა და სერბეთში არსებულ კერძო სამხედრო ბანაკებში ამზადებდნენ, მათ შორის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგაც. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბულგარული „ალფა-მეტალის“ ბანაკია, რომელიც, სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებულ რუსულ უსაფრთხოების კომპანიასთან არის დაკავშირებული. […]

Continue Reading

ტრამპი ყველა ზრდასრულ ამერიკელს 5000 დოლარს დაჰპირდა, თუ “რესპუბლიკელები” შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ

„თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, თქვენც ჩვენთან ერთად გაიმარჯვებთ და 5000 დოლარს მიიღებთ“, – განაცხადა ტრამპმა დალასში გამართულ პარტიულ ყრილობაზე. მან თავის ინიციატივას „ტრამპის დივიდენდი“ უწოდა. Associated Press-ის შეფასებით, გადახდები ტრილიონ დოლარზე მეტი დაჯდება და კონგრესის თანხმობას საჭიროებს. თუმცა, ტრამპის გამოსვლიდან მალევე, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა აღიარა, რომ მდიდარი ამერიკელები ამ თანხას არ მიიღებდნენ, იუწყება AP. მან განაცხადა, […]

Continue Reading

„მას სურს შეთანხმების დადება“ – ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბარზე კომენტარი გააკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინდელ სატელეფონო საუბარს ვლადიმერ პუტინთან „შესანიშნავი“ უწოდა. “ჩვენ შესანიშნავი საუბარი გვქონდა. მას სურს შეთანხმების დადება და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება“, – თქვა ტრამპმა. მანვე დასძინა, რომ პუტინიც და ზელენსკიც „ბრძოლით დაიღალნენ“. გუშინ პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, იტყობინება მისი თანაშემწე იური უშაკოვი. მისი თქმით, პუტინმა და […]

Continue Reading

რუსეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოდან შეერთებულ შტატებში კიბერთაღლითობის ბრალდებით არის ექსტრადირებული, 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

36 წლის რუსეთის მოქალაქე სერგეი ფილიმონოვს ბრალი ედება „ტრანსნაციონალურ კიბერთაღლითურ შეთქმულებაში“ მონაწილეობაში, რომელიც შეერთებულ შტატებში მცხოვრები მსხვერპლთა საბანკო ანგარიშებიდან თანხების მოპარვას გულისხმობს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ბრალდების თანახმად, ფილიმონოვი და მისი თანამოაზრეები ცდილობდნენ „მილიონობით დოლარის მოპოვებას მსხვერპლთა ანგარიშებიდან, მათ შორის ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქში მდებარე კომპანიების ანგარიშებიდან“. როგორც ცნობილია, რუსეთის მოქალაქე პარასკევს ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოს […]

Continue Reading

ნავთობის ერთი ბარელის ფასი 100 დოლარს გადასცდა

პირველად მიმდინარე წლის ივლისის შემდეგ 1 ბარელი ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს გადასცდა. Brent-ის ტიპის ნავთობი 9 სექტემბერს 3%-ით გაძვირდა და 100,72 დოლარი გახდა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 95,25 აშშ დოლარი გახდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. აშშ-სა და ევროპაში ბენზინი და დიზელის საწვავიც გაძვირდა. გერმანიაში 1 ლიტრი Super E10-ის ბენზინის ფასი 2,259 ევრო გახდა, ანუ […]

Continue Reading

მარია ზახაროვა – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვინც ზემო ლარსსა და სხვა საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე „შტურმი მიიტანა“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში და ახლა დაბრუნება სურს, საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ, ვინც ზემო ლარსსა და სხვა საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე „შტურმი მიიტანა“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში და ახლა დაბრუნება სურს, საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს, რომლებიც მოტყუებულები დარჩნენ და პანიკაში ჩავარდნენ. „როგორ ვუყურებს მათ ჩვენი უწყება? როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაგან ზოგი პანიკაში ჩავარდა, […]

Continue Reading

ნიანგმა კვების დროს ზოოპარკის თანამშრომელი მოკლა

პაპუა-ახალ გვინეაში კვების დროს ნიანგი ზოოპარკის თანამშრომელს თავს დაესხა, იუწყება ABC Australia. მტაცებელი მამაკაცს ფეხებში სწვდა და წყალში ჩაათრია დამთვალიერებლების თვალწინ, რომლებიც მის დახმარებას ცდილობდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ ნიანგი მოკლა და თანამშრომელი გაათავისუფლა. მამაკაცი ფეხის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკი დროებით დაიხურა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთს „ევროპის წინააღმდეგ აგრესიული გეგმები არ აქვს“

პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინმა და ტრამპმა „მოსკოვსა და კიევში ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების შემდეგ მოსაზრებები გაცვალეს“, იუწყება TASS. უშაკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთს „ევროპის წინააღმდეგ აგრესიული გეგმები არ აქვს“ და ომში მიმდინარე მოვლენების „ობიექტური და საფუძვლიანი ანალიზი“ მიაწოდა. უშაკოვმა ასევე აღნიშნა მელანია […]

Continue Reading

რუსეთი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება – უიტკოფი და კუშნერი

უიტკოფმა და კუშნერმა ფრანგულ მხარეს აცნობეს, რომ რუსეთი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება. კიევში ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრის დროს აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა განაცხადეს, რომ კრემლი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება. ამის შესახებ იტყობინება Le Monde, ელისეს სასახლის წარმომადგენლის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით. „ამერიკელებმა [კვირას კიევში] გვითხრეს, რომ […]

Continue Reading

პრეზიდენტმა ტრამპმა თმის ყავისფერი ვარცხნილობა წარმოადგინა და ხალხი შოკში ჩააგდო – New York Post

როგორც ჩანს, პრეზიდენტ ტრამპის ლეგენდარული ვარცხნილობა წარსულს ჩაბარდა. პარასკევს, შაბათ-კვირას, ბედმინსტერში ტრამპის ეროვნული გოლფის კლუბისკენ მიმავალ Air Force One-ის დაშვების შემდეგ, პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი გრძელი ოქროსფერ-ქერა თმით, თითქმის მუქი თმით შენიშნეს. ტრამპის მუქმა თმებმა ინტერნეტში აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათი შემთხვევათაგანი, როდესაც მან თავისი დამახასიათებელი ვარცხნილობა შეიცვალა. ახალი ვარცხნილობა სწრაფად გაქრა […]

Continue Reading