ტრამპმა ზელენსკის მიმართა: “არსებობს მრავალი სხვა მიზანი. ნუ დაუმიზნებთ დიზელის საწვავს, რადგან ეს მთელ მსოფლიოს აზიანებს”

დღის სიახლეები უცხოეთი

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის წარმოებზე დარტყმები – „არსებობს მრავალი სხვა მიზანი“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება ირლანდიაში, Amgen Irish Open-ზე გააკეთა:

“ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის წარმოების ობიექტების დაზიანება. მას შეუძლია სხვა სამიზნეებზე შეტევა, მაგრამ არა დიზელის საწვავზე, რადგან სწორედ ეს იწვევს დეფიციტს.

ეს არ ხდება ახლო აღმოსავლეთის გამო. ეს ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენების გამო. ჩვენ ეს ბატონ ზელენსკისთან განვიხილეთ. არსებობს მრავალი სხვა მიზანი. ნუ დაუმიზნებთ დიზელის საწვავს, რადგან ეს მთელ მსოფლიოს აზიანებს” – განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *