პარიზში მოსალოდნელი არეულობის გამო ორმოცი მეტროს სადგური დაიხურა

საფრანგეთი 70 000 პოლიციელს განათავსებს, რათა თავიდან აიცილონ არეულობები 31 ოქტომბერს მოსალოდნელი საყოველთაო საპროტესტო აქციების დროს, რომლებიც გამოწვეულია ცხოვრების ფასების ზრდით და ემანუელ მაკრონის მთავრობის პოლიტიკით, იუწყება Reuters. შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა ეს დღე „ძალიან მაღალი რისკის“ პერიოდად შეაფასა და ყველა ძალის მობილიზება გამოაცხადა დარღვევების მკაცრად აღსაკვეთად. ხელისუფლება ასევე შეშფოთებულია ჰელოუინის ნიღბების გამოყენებით სახის […]

Continue Reading

დიდი ოცეულის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვის გამო, ტრადიციული ფოტოსესია გააუქმეს – bloomberg

აშშ-ის ქალაქ ატლანტაში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზატორებმა ჯგუფური ფოტოსესია გააუქმეს, რადგან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა უარი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ფოტოს გადაღებაზე. ამის შესახებ bloomberg წერს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმაც გააპროტესტა. მან განაცხადა, რომ „რუსეთთან ჩვეული რიტმის შენარჩუნება შეუძლებელია“. „ჩვენი უთანხმოებები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა განვიხილოთ, სწორედ ამიტომ არის ეს შეხვედრა […]

Continue Reading

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დროებით დაბლოკა ბრძანება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის ხელახლა გახსნას ავალდებულებდა

ფედერალურმა სასამართლომ დროებით დაბლოკა ბრძანება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის ხელახლა გახსნას ავალდებულებდა. ინფორმაციას Newsweek ავრცელებს. აშშ-ის მე-9 საოლქო სააპელაციო სასამართლოს სამმოსამართლიანმა კოლეგიამ ხუთშაბათს დააკმაყოფილა მთავრობის მოთხოვნა წინასწარი აკრძალვის შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტს 2027 ფისკალური წლის მრავალფეროვნების ვიზების პროგრამის რეგისტრაცია 1-ელ ნოემბრამდე უნდა დაეწყო. საიმიგრაციო იურიდიულმა კომპანიამ, Red Eagle Law-მ, რომელიც წარმოადგენს მრავალფეროვნების ვიზის […]

Continue Reading

რუსეთში პოპულარული გამოცემა “ნოვაია გაზეტა” იხურება

რუსეთში პოპულარული გამოცემა “ნოვაია გაზეტა” იხურება. ამის შესახებ რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი: „ჩვენ მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩვენს შენობაში, სადაც 30 წელია ვცხოვრობთ, შუქს ჩავაქრობთ, სერვერებს გამოვრთავთ და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს.“ 30 ოქტომბერს „ნოვაია გაზეტამ“ გამოაცხადა დახურვის შესახებ. ერთი დღით ადრე გამოცხადდა, რომ რედაქციას მოსკოვის ცენტრში მდებარე შენობიდან ასახლებდნენ. გამოცემა „The Economist“-ის ცნობით, 26 […]

Continue Reading

მომაკვდინებელი დიაგნოზის მქონე მამაკაცმა რამდენიმე მილიონი იპოვა და სიცოცხლე გაიხანგრძლივა – მედია

იაპონელ მამაკაცს უთხრეს, რომ მას კიბო ხელახლა განუვითარდა და ექიმების პროგნოზით  ორი-სამი თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ამ ამბის შემდეგ, ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ქუჩებში უმიზნოდ ხეტიალი დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Japan Today წერს. ერთ დღეს მან შენიშნა, რომ ინკასაციის თანამშრომელს ნაღდი ფულით სავსე ტომარა დაუარდა. ცნობისმოყვარეობის გამო, მან აიღო ტომარა და შიგნით 22 მილიონი იენი […]

Continue Reading

კაბადოკიის რეგიონში კლდის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის კაბადოკიის რეგიონში კლდე ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გორემეს ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმთან ახლოს, კლდე ჩამოინგრა. პროვინციის გუბერნატორის ჰუსეინ კიოქის თქმით, ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. „დღეს, 15:15 საათზე, ძლიერი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ნევშეჰირის პროვინციის ქალაქ გორემეში მეწყრის მიერ გამოწვეული ქვების ჩამონგრევის შედეგად, სამწუხაროდ, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი […]

Continue Reading

სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხელჩართული ჩხუბი სომხეთის პარლამენტში – დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. „არმენპრეს“-ის ცნობით, ფრაქცია „სამოქალაქო კონტრაქტის“ დარბაზში სიტუაცია დეპუტატის, ტარონ ჩახოიანის გამოსვლის დროს დაიძაბა. ჩახოიანმა ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ ხელმძღვანელს, ნარეკ კარაპეტიანს შეახსენა, რომ მის ბიძაშვილს ბოდიში არ მოუხდია საპარლამენტო არჩევნებამდე გაკეთებული განცხადებისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი ცალკე სამინისტროს შექნას აპირებდნენ ქალთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ნარეკ კარაპეტიანმა საუბარი […]

Continue Reading

სამხრეთ აფრიკა სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს საქართველოს მიმართულებით ბაობაბის ხეების დაუდგენელი ექსპორტიორის წინააღმდეგ

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, საწყობში ხუთი დიდი ბაობაბის ხე რჩება, რომელთა საქართველოში ექსპორტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები შესაძლო დანაშაულის ფაქტს იძიებენ. ამის შესახებ OC Media-ს საწყობის მფლობელმა განუცხადა. სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (DFFE) ინფორმაციით, ხეების ექსპორტისთვის მოქმედი ლიცენზია გაცემული არ ყოფილა. უწყებამ ექსპორტიორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა მის ვინაობას […]

Continue Reading

მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა, საპრეზიდენტო კამპანია ორლეანში ორდღიანი მიტინგით დაიწყო და თავი ქვეყანაში წესრიგისა და ერთიანობის აღდგენის ერთადერთ კანდიდატად წარმოადგინა. ამის შესახებ BBC წერს. საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას, მომავალი წლის აპრილის არჩევნების ფავორიტმა ოპტიმისტური ტონი გამოიყენა და საფრანგეთის ძველ დიდებას დაუბრუნა. მან მაკრონის ცენტრისტული მთავრობა ძალადობრივი მომიტინგეების მიმართ ლმობიერებასა და სანდოობის […]

Continue Reading

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სამი თვით გაახანგრძლივა

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სამი თვით გაახანგრძლივა. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობა 2027 წლის 29 იანვრამდე გახანგრძლივდა. პარლამენტის 293-მა წევრმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის კანონპროექტს No16182, რომლითაც დამტკიცდა „უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“ ბრძანებულება. წინა საპარლამენტო გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა ძალაშია 31 ოქტომბრამდე. პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების „საყოველთაო მობილიზაციის […]

Continue Reading

CNN – აშშ-ის ჯარები ახლო აღმოსავლეთში მზად არიან განახორციელონ ახალიოპერაციები ტრამპის ბრძანებიდან 96 საათში

აშშ-ის ჯარები ახლო აღმოსავლეთში მზად არიან განახორციელონ ახალი, პოტენციურად ძირითადი სამხედრო ოპერაციები ირანის წინააღმდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების მიღებიდან, 96 საათის განმავლობაში, განაცხადა აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა – წერს “სი ენ ენ”-ი. წყაროების თქმით, რეგიონში საკმარისი ძალებია განლაგებული პოტენციური თავდასხმების განსახორციელებლად. აშშ-ის ახალი სამხედრო ოპერაციების ფარგლები, სავარაუდოდ, სცილდება უბრალო „წესრიგის შენარჩუნების“ ზომებს ან სტატუს კვოს […]

Continue Reading

აშშ-მა გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა. ამის შესახებ “უოლ სთრით ჯორნალი” წყაროებზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებით, ორბანს „განსაკუთრებული სირთულის გარეშე“ შეუძლია უშიშროების საბჭოში 15-დან 8 ხმის მოპოვება. აშშ-ის წარმომადგენელმა ორბანს „MAGA-ს (Make America Great Again) კონსერვატორებისთვის საოცნებო კანდიდატი“ უწოდა. ეს დიდწილად უკავშირდება ორბანის ქმედებებს, […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – ნორვეგია ნაგავ ქვეყნად იქცა – ნობელის პრემია არ მომანიჭეს, ამიტომ, ნორვეგიიდან არავინ მინდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნორვეგია “ნაგავ ქვეყნად იქცა” და რომ ნორვეგიელი ემიგრანტები შეერთებულ შტატებში არასასურველი სტუმრები არიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში განთავსებულმა ნობელის კომიტეტმა მას მშვიდობის დარგში პრემია არ მიანიჭა. ტრამპის თქმით, ის მიესალმება მიგრანტებს ზოგიერთი ქვეყნიდან, თუმცა არა ნორვეგიიდან. „რადგან […]

Continue Reading

თურქეთში ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ჩრდილოეთ თურქეთში, ზონგულდაკში, ქვანახშირის მაღაროში მეთანის აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ორი მაღაროელი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილზე მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ტიბეტში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტის მთიან რეგიონში 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომლის შედეგადაც სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა. ეპიცენტრი ბაჩენის ოლქში, ნაგჩუს ქალაქში იყო, რომელიც ტიბეტის დედაქალაქ ლჰასიდან 400 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. სულ მცირე 65 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 11 მძიმედ. სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად და სასწრაფო დახმარების გასაწევად ბაჩენში 300-ზე მეტი პოლიციელი გაგზავნეს. 12 000-ზე მეტი ადამიანი […]

Continue Reading

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე – ვის მკვლელობაშია დაკავებული ეჭვმიტანილი

ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, პოლონეთში დააკავეს რუსი მხატვრის სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილი. ამის შესახებ დაზვერვის კოორდინატორმა ტომაშ სიმონიაკმა განაცხადა. დაკავებული 22 წლისაა და საქართველოს მოქალაქეა. სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 2026 წლის 15 ივნისს, რუსი მხატვარი სემიონ სკრეპეცკი აღმოსავლეთ პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლასკაში მოკლეს. მკვლელობაში ბრალი წაუყენეს საქართველოს მოქალაქეს. პროკურატურის ინფორმაციაში მისი სახელი აღნიშნულია როგორც […]

Continue Reading

Google-მა ტრამპს უარი უთრა – რას ითხოვდა ამერიკის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან Google Maps-ს დაურეკა და სთხოვა, ატლანტის ოკეანისთვის სახელი „ტრამპის ოკეანე“ დაერქმიათ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ, უარი თქვა მოთხოვნაზე და განმარტა, რომ ოკეანეები მრავალ ქვეყანას მოიცავს. საბოლოოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ამ იდეაზე უარს იტყვის. შეგახსენებთ, დაახლოებით 10 დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ონტარიოს ტბისა […]

Continue Reading

Meta 25 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს პერსონალური მონაცემების Cambridge Analytica-სთან გაზიარებისთვის

ნიუ-მექსიკოს ნაფიცმა მსაჯულებმა Meta დამნაშავედ ცნეს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისთვის იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა წვდომა მათ პერსონალურ მონაცემებზე. შტატის გენერალურმა პროკურორმა Meta-ს წინააღმდეგ სარჩელი 2021 წელს შეიტანა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ამჟამად დახურულმა Cambridge Analytica-მ 87 მილიონი Facebook-ის მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა მესამე მხარის აპლიკაციის საშუალებით მიიღო. Cambridge Analytica 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის საარჩევნო […]

Continue Reading

ეგვიპტეში მომხდარი მასშტაბური საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა

ეგვიპტეში მომხდარი მასშტაბური საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. კაირო-ასიუტის დასავლეთ უდაბნოს გზატკეცილის 55-ე კილომეტრზე სამგზავრო ავტობუსი მძიმე სატვირთო მანქანას შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსის მგზავრები ძირითადად ტურისტები იყვნენ. ავარია გიზაში მიმავალი რეგიონალური გზის შესასვლელთან მოხდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ოცდარვა ეკიპაჟი გაიგზავნა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ ახლომდებარე საავადმყოფოები საგანგებო სიტუაციებში გადაიყვანა, […]

Continue Reading

პარიზში არეულობების დროს მოპარული ნივთები ქუჩებში და ონლაინ წარმატებით იყიდება

მძარცველებმა პარიზში გაძარცვული ბუტიკებიდან მოპარული ნივთების გაყიდვა დაიწყეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი ვიდე ვრცელდება. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ მოპარული კოსმეტიკა, დიზაინერული ტანსაცმელი და სხვადასხვა აქსესუარები მასობრივად ჩნდება, მათ შორის, ონლაინ პლატფორმებზეც. გამყიდველები გულწრფელად აცხადებენ, რომ მათი საქონელი არეულობის დროს იქნა მოპოვებული. ქუჩაში გამყიდველები კი ნივთებს საკუთარ ტანზე იკრავენ, რათა თავიდან აიცილონ მათი ხელახლა მოპარვა. […]

Continue Reading

ბაზარზე შესაძლოა, მანათობელი ტატუები გამოჩნდეს, რომლის ჩართვა-გამორთვაც იქნება შესაძლებელი

მეცნიერებმა ტატუს მელანი შექმნეს, რომლის განათებაც “ჩართვა-გამორთვით” არის შესაძლებელი. ტექნოლოგია, PhotoTat აშშ-ში, კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს, რომელიც საშუალებას იძლევა, ტატუმ ფერი შეიცვალოს ან, თითქმის, უხილავი გახდეს. კვლევა ჟურნალ Matter & Light-ში გამოქვეყნდა. გამოცემის შეფასებით, მომავალში ეს ტექნოლოგია შესაძლოა, არა მხოლოდ ტატუს მოყვარულთათვის, არამედ იმ პაციენტებისთვისაც გახდეს სასარგებლო, რომლებსაც კანზე სამედიცინო ნიშნები სჭირდებათ. უნივერსიტეტის დოცენტი და […]

Continue Reading

სკოლის მოსწავლე დანით დაესხა თავს მასწავლებელს და მოსწავლეს

რუმინეთის ბისტრიცა-ნესეუდის რაიონში მეშვიდე კლასელმა დანით დაესხა თავს 28 წლის მასწავლებელს და 12 წლის მოსწავლეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს ნაკაწრებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. თავდამსხმელი დაუყოვნებლივ დააკავეს, ზოგიერთ მოსწავლეს კი მომხდარის გამო პანიკური შეტევები დაეწყო. მოზარდის მოტივებს პოლიცია იძიებს.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთ ქალაქს ნაწილობრივი „კომენდანტის საათის“ დაწესების უფლება მიანიჭა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ზოგიერთი ქალაქის მერს მიეცა უფლებამოსილება, ნაწილობრივი „კომენდანტის საათი“ დააწესოს. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯის მიზანი მოსახლეობისა და ბიზნესის დაცვაა. ამასთან, სებასტიან ლეკორნუმ არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქალაქებს მიენიჭათ ეს უფლებამოსილება. პრემიერის თქმით, მთავრობა ასევე გამოყოფს თანხებს დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად; დაფინანსება სწორედ იმ პირების ხარჯზე იქნება უზრუნველყოფილი, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებზე არიან პასუხისმგებლები. […]

Continue Reading

ესპანეთს მომაკვდინებელი შტორმი „დანა ადამი“ დაატყდა თავს: არის მსხვერპლი. ქვეყანაში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა

ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ბალეარის კუნძულებზე ძლიერი შტორმი „დანა ადამი“ მძვინვარებს. ორი ადამიანი უკვე გახდა სტიქიის მსხვერპლი: ბარსელონასა და ვალენსიაში წყალმა ორი ქალი წაიღო. ვალენსიისა და ალიკანტეს რეგიონებში, წყალდიდობისა და მდინარეების ადიდების რისკის გამო, საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა – დღეში კვადრატულ მეტრზე 300 ლიტრზე მეტი ნალექი შეიძლება მოვიდეს. ვალენსიის, ალიკანტესა და ბალეარის კუნძულების რიგ […]

Continue Reading

ევროპის 10 საუკეთესო ქალაქი ხანმოკლე მოგზაურობისთვის 2027 წელს

ახალ საერთაშორისო რეიტინგში ბულგარეთის დედაქალაქი სოფია 2027 წლისთვის ევროპის საუკეთესო ქალაქად დასახელდა ხანმოკლე დასვენებისთვის (city break). პლატფორმა “European Best Destinations”-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც “სრულიად განსხვავებული ხასიათის” 10 ქალაქს აერთიანებს, ბულგარეთის დედაქალაქმა პირველი ადგილი “ანტიკური ისტორიის, თანამედროვე კულტურისა და მთების” წყალობით დაიკავა, რაც “განსაკუთრებით მიმზიდველ სინთეზს” ქმნის. ლისაბონი, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ სამოგზაურო […]

Continue Reading

საფრანგეთის შს მინისტრი – ცხადია, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება, რადგან პოლიციამ ზოგიერთ ქალაქში კონტროლი დაკარგა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარ არეულობაზე თავად არის პასუხისმგებელი, რადგან პოლიციამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. „მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. ცხადია, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება. მე უარს ვაცხადებ გადადგომაზე, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა. მისივე თქმით, საფრანგეთის პოლიციამ ზოგიერთ ქალაქში კონტროლი დაკარგა, […]

Continue Reading

მაკრონი – “გუშინ ჩვენი რამდენიმე ასეული ათასი თანამემამულე გამოვიდა დემონსტრაციებზე და ცდილობდნენ თავიანთი ლეგიტიმური მოთხოვნების გამოხატვას”

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმასაფრანგეთში მიმდინარე არეულობებთან დაკავშირებით მოითხოვა, რომ მთავრობამ მიიღოს ზომები ქუჩის არეულობების გამეორების თავიდან ასაცილებლად. „მან მოითხოვა, რომ მთავრობამ ისწავლოს ყველა საჭირო გაკვეთილი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და მსგავსი მოვლენების პროგნოზირების საკითხებში, ასევე მიიღოს ზომები, რათა ეს აღარ განმეორდეს“, – განაცხადა მაკრონმა ერისადმი მიმართვაში, რომელიც BFMTV-მ გადასცა. საფრანგეთის ლიდერმა დასძინა, რომ ის ელოდება მკაფიო […]

Continue Reading

დონალდ ტრამპმა საფრანგეთს საზღვრების დახურვისკენ მოუწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთს საზღვრების დახურვისკენ და „სიტუაციის კონტროლის ქვეშ აყვანისკენ“ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. “საფრანგეთი ცეცხლშია! სრულიად სხვა სამყაროდან ჩამოსული ადამიანების იმიგრაციამ, გულში სიძულვილით სავსე ადამიანებმა, ეს ოდესღაც დიდი ქვეყანა გაანადგურა. დახურეთ საზღვრები და აიღეთ კონტროლი, სანამ გვიან არ არის!” – წერს ტრამპი. საფრანგეთში მაღალი ფასების წინააღმდეგ მასობრივი […]

Continue Reading

იტალიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

იტალიაში, სადაც ცხოვრების ფასის ზრდის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, სულ მცირე 60 ადამიანი დაშავდა. მილანსა და ბოლონიაში დემონსტრანტები ქვებსა და ფეიერვერკებს ისროდნენ, ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს და მაღაზიების ვიტრინები დაწვეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაახლოებით, 50 დაკავებულია, რომელთაგან ნახევარი არასრულწლოვანია. კიდევ 19 ადამიანი დააკავეს ტურინსა და ბოლონიაში. აქციის მონაწილეები ფასების […]

Continue Reading

თურქეთი შავ ზღვაში პირველ მცურავ გაზის წარმოების პლატფორმას განათავსებს

თურქეთის პირველი მცურავი გაზის წარმოების პლატფორმა, „ოსმან გაზი“, ფილიოსის პორტიდან შავი ზღვის საქარიას საბადოში გავა. მისი გაშვება, სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის წარმოებას გააორმაგებს, დღეში 9.5-დან 20 მილიონ კუბურ მეტრამდე. 298.5 მეტრის სიგრძის პლატფორმა, რომელიც 140 კაციან ეკიპაჟზეა გათვლილი, შავ ზღვაში 20 წლის განმავლობაში იმუშავებს, თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 170 კილომეტრში. პირველი გაზის დაწვა 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება, […]

Continue Reading

ბექჰემი შესაძლოა ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს

ინგლისის ყოფილმა ფეხბურთელმა და „ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა დევიდ ბექჰემმა, შესაძლოა, ფიფას პრეზიდენტად იყაროს კენჭი, იტყობინება Sky Sports. უეფა მზადაა მხარი დაუჭიროს მის კანდიდატურას. 51 წლის ბექჰემი მსოფლიო ვარსკვლავად, პოპ-კულტურის ხატად და წარმატებულ სპორტულ მოღვაწედ ითვლება. ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის მარტში, მაროკოში გაიმართება, განაცხადების მიღება კი 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფიფას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ადრე […]

Continue Reading

“სამხრეთ კავკასიის, როგორც ენერგეტიკული დერეფნების გზაჯვარედინის განვითარება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელიც მზადაა მასში ინვესტიციები ჩადოს”

სამხრეთ კავკასიის, როგორც ენერგეტიკული დერეფნების გზაჯვარედინის განვითარება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელიც მზადაა მასში ინვესტიციები ჩადოს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, დიმიტრი ბირიჩევსკიმ, მრგვალი მაგიდის დისკუსიაზე „პლატფორმა 3+3: ენერგეტიკული თანამშრომლობა, როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების საყრდენი სამხრეთ კავკასიაში“. დიპლომატის თქმით, ღონისძიების ენერგეტიკული დღის წესრიგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. „ჩვენს ქვეყანას რეგიონთან ისტორიული კავშირები […]

Continue Reading

რომის პაპმა პუტინს მოუწოდა, ცეცხლი შეწყვიტოს

ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, პაპმა ლეონ XIV-მ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა ხერსონის ოლქში, ოლეშკის ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. საუბრის შესახებ Vatican News-მა გაავრცელა ინფორმაცია. „საუბრის დროს პაპმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქში, ოლეშკის ქალაქში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო და მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – ზელენსკის მოლაპარაკება არ სურს – მე მისი დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სურს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საქმის დაჭერა, რადგან მიაჩნია, რომ ის რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. “ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს. მას მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ მოლაპარაკება სურს, მაგრამ არ სურს. არა, მე ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. […]

Continue Reading

ილონ მასკმა ზელენსკის „წასვლისკენ“ მოუწოდა

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „წასვლისკენ“ მოუწოდა. ამერიკელმა მილიარდერმა ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტის საპასუხოდ, რომელიც ომის გაგრძელებას ეხებოდა, დაწერა: „ხოცვა-ჟლეტა გრძელდება… ზელენსკის წასვლის დროა“. ამ განცხადებას წინ უძღოდა კიევის ბრალდებები SpaceX-ის მისამართით, უკრაინული დრონებისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სიჩქარის შეზღუდვისა და მუშაობის შეფერხების გამო. მასკმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ სამხედრო ვერსიას აშშ-ის მთავრობა […]

Continue Reading

ალიევმა და თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელმაც აზია და ევროპა საქართველოს გავლით უნდა დააკავშიროს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელიც კასპიის ზღვის ფსკერზე გადის. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გახსნის ცერემონია ბაქოში გაიმართა. საკაბელო ხაზი, რომლის სიგრძე 380 კილომეტრია, ერთმანეთთან ყაზახეთის ქალაქ აქტაუს და აზერბიაჯანის ქალაქ სუმგაითს აკავშირებს. მისი გამტარუნარიანობა წამში 400 ტერაბიტს შეადგენს. აღნიშნული პროექტი აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა „ციფრული აბრეშუმის […]

Continue Reading

სერგეი ლავროვი: ზელენსკი თვლის, რომ მთელი მსოფლიო მის წინაშე ვალშია – არანაირი ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში არჩევნების ჩატარებისთვის აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა და ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება. “ბატონმა ზელენსკიმ უკვე ნათლად განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული არჩევნებით, რადგან მან აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა. არანაირი ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ მას კვლავ გონზე მოსვლის და იარაღით მომარაგების საშუალება მიეცეს, არ იქნება”, […]

Continue Reading

სმარტფონები და ძვირადღირებული სუნამოები შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ფსკერზე აღმოჩნდეს

სმარტფონები და ძვირადღირებული სუნამოები შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ფსკერზე აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, დუბაიში ტრანზიტით მოძრავი კონტეინერმზიდი GFS Pride ჰორმუზის სრუტეში თავდასხმის შემდეგ ჩაიძირა. გემს 2500-ზე მეტი კონტეინერი გადაჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, ტვირთში შესაძლოა დუბაიდან გამოგზავნილი iPhone-ები და ძვირადღირებული სუნამოები ყოფილიყო. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ზარალი შესაძლოა მილიონობით დოლარს შეადგენდეს. თუმცა, ჩაძირვის, ინციდენტის მიზეზისა და ტვირთის შემადგენლობის დეტალები ოფიციალურად […]

Continue Reading

სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას მწვანე ბარათის გათამაშების აღდგენა დაავალა

სან-დიეგოს ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, 2027 წლისთვის ე.წ. “მრავალფეროვნების სავიზო გათამაშების”, იგივე “მწვანე ბარათის” ლატარიის რეგისტრაცია გახსნას. აშშ-ის საოლქო მოსამართლე ჯინსუკ ოჰტას განკარგულება მსოფლიოს მასშტაბით 55 000-მდე ადამიანს მისცემს საშუალებას, შეერთებულ შტატებში მუდმივი ბინადრობის მისაღებად განაცხადი შეიტანოს. ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ამ პროგრამას ეწინააღმდეგება, მიმდინარე წელს სარეგისტრაციო პერიოდი დროულად არ გახსნა, შემდგომ კი ამტკიცებდა, […]

Continue Reading

ილჰამ ალიევი: “მოგვიწია სომხეთის იძულება მშვიდობის დასამყარებლად… ვინც გვემუქრებოდნენ, რომ ტანკებით ბაქოს დაიკავებდნენ და აქ ჩაის დალევდნენ, ახლა ჩვენს ციხეებში აზერბაიჯანულ ჩაის სვამენ”

2020 წლის სამამულო ომის დროს აზერბაიჯანმა სომხური საოკუპაციო ძალები განდევნა დაკავებული ტერიტორიებიდან და გაათავისუფლა 300-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ბრძოლის ველზე. ამსი შესახებ  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციის (CICA) მე-7 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “სამამულო ომში გამარჯვებიდან სამი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი ცდილობდა თავისი სუვერენიტეტის სრულად აღდგენას მშვიდობიანად, ხოლო […]

Continue Reading

რუსი ტურისტებისთვის ოკუპირებული აფხაზეთი მეორე – დანარჩენი საქართველო მეოთხე ადგილზეა

რუსული ტურისტული სერვისის, Tutu-ს კვლევის თანახმად, 2026 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტულ მოგზაურობებზე რუსეთის მოთხოვნა, თითქმის, გაორმაგდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სერვისის თანახმად, ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობებზე მოთხოვნა 2025 წელთან შედარებით 11.1%-ით გაიზარდა. სამი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო მიმართულება იყო თურქეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ტაილანდი. თურქეთმა შეინარჩუნა პირველი ადგილი ბილეთების გაყიდვების 25.2%-იანი ზრდით, ხოლო ტაილანდში მოგზაურობის […]

Continue Reading

პაპ ლეონ XIV-ს ფილტვის კიბო დაუდგინდა

პაპ ლეონ XIV-ს ფილტვის კიბო დაუდგინდა – ამის შესახებ ინფორმაციას წმინდა საყდრის პრესსამსახური ავრცელებს. 71 წლის პონტიფექსს რომის ჯემელის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის დროსაც ექიმებმა მისი მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი ამოკვეთეს. ოპერაციისას ჩატარებულმა ქსოვილის ჰისტოლოგიურმა გამოკვლევამ დაადასტურა ფილტვის ადენოკარცინომის დიაგნოზი. სიმსივნის არსებობაზე ეჭვი ექიმებს ოპერაციამდე ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზეც ჰქონდათ. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაპი საოპერაციო […]

Continue Reading

სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდება – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფრანგულ საერთაშორისო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდება. მან უარყო რუსული მხარის გაფრთხილებები და ხაზი გაუსვა, რომ ერევნის მიზანი მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტა არასდროს ყოფილა. „დიახ, ასე ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა და არც ახლა არის რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ჩვენ ურთიერთობების განვითარება […]

Continue Reading

ვინ შეცვლის ვოლოდიმირ ზელენსკის – მედია ოთხი კანდიდატურის შესახებ წერს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას ახალი ლიდერის არჩევისკენ მოუწოდა, რითაც კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური მომავალი და კიევში შემდეგი არჩევნების ჩატარების დრო. ამის შესახებ Newsweek წერს. „ვფიქრობ, დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს“, – განაცხადა შაბათს ტრამპმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა კიევისადმი არჩევნების ჩატარების მოწოდება, რასაც ქვეყნის კონსტიტუცია ომის დროს კრძალავს. […]

Continue Reading

ევროკავშირი რუსი ტურისტებისთვის სავიზო შეზღუდვებს განიხილავს

ევროპის ხელისუფლება აპირებს კიდევ ერთი გეგმის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსი მოგზაურებისთვის შეზღუდვებს: შეზღუდული მოქმედებისა და მოგზაურობის არეალის მქონე ვიზების შემოღებას, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტში. „ეს ეხება LTV ვიზას (შეზღუდული ტერიტორიული მოქმედების). სტანდარტული შენგენის ვიზისგან განსხვავებით, ის არ იძლევა რიგ წევრ სახელმწიფოებში შესვლის საშუალებას, მაგრამ ცალკე „მოქმედი“ სვეტში ჩამოთვლილია ვიზიტორებისთვის ღია ქვეყნები.“ საინტერესოა, რომ ისლანდიის, […]

Continue Reading

რონალდო: მე ისტორიაში საუკეთესო ვარ – წერტილი

კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ უწოდა საკუთარ თავს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი და განაცხადა: „მე ისტორიაში საუკეთესო ვარ – წერტილი“. პორტუგალიელმა ამის შესახებ CNN Portugal-თან ინტერვიუში ისაუბრა. მან ლიონელ მესისთან თავისი მეტოქეობა ფორმულა 1-ში აირტონ სენასა და ალენ პროსტს შეადარა. რონალდუს ოფიციალურ კარიერაში 979 გოლი აქვს გატანილი. მისი მიზანია 1000 გოლის ნიშნულის მიღწევა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

flydubai-ს კიდევ ორი ​​პილოტი დააკავეს თვითმფრინავზე ტერორისტული თავდასხმის საქმეზე

მედიის ცნობით, თელ-ავივის მიმართულებით განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მცდელობის გამოძიების ფარგლებში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, გამოძიების მსვლელობისას გამოვლენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, დააკავეს flydubai-ს კიდევ ორი ​​მეორე პილოტები. ორივე დაკავებული მალდივის მოქალაქეა. ისინი 3 ოქტომბერს დააკავეს, თუმცა ეს ინფორმაცია ახლახან გახდა ცნობილი. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მალდივის რესპუბლიკის საელჩომ პილოტების ოჯახებს დაკავების შესახებ აცნობა. მედიის ცნობით, ავიაკომპანიაში მალდივიდან სულ […]

Continue Reading

რომის პაპს ფილტვის კვანძის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდება

პაპმა ლეონ XIV-მ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ფილტვის კვანძის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ მან დღეს მორწმუნეებს განუცხადა. „ბოლო სამედიცინო გამოკვლევების დროს ექიმებმა ჩემს ფილტვში ლოკალიზებული კვანძი აღმოაჩინეს“, – განაცხადა პაპმა. მან დასძინა, რომ კვანძი ძალიან ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს, ექიმებმა ოპერაცია მიზანშეწონილად მიიჩნიეს და მან, მათი რჩევის გათვალისწინებით, მისი ამოკვეთა გადაწყვიტა. ოპერაცია რომის გემელის საავადმყოფოში […]

Continue Reading

“ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“ – დონალდ ტრამპი

“ვფიქრობ, დროა, უკ­რა­ი­ნას ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავ­დეს“, – ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც, რო­გორც BBC წერს, რუ­სუ­ლი დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის ექ­სპორტზე სან­ქცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის გამო უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის კრი­ტი­კას უპა­სუ­ხა. რო­გორც ტრამპმა თეთ­რი სახ­ლის ეზო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის “მსოფ­ლი­ოს­თვის პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა სურს”, რად­გან რუ­სულ ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხნებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას აგ­რძე­ლებს. ​“უმ­ჯო­ბე­სია, სას­წრა­ფოდ […]

Continue Reading

დედა შვილებს გამვლელების თვალწინ გუდავდა და გაუგებარ ლოცვებს კითხულობდა

ტელეგრამ არხის “ბაზას” ცნობით, მოსკოვში თვითმხილველებმა დააკავეს ქალი, რომელმაც ქუჩაში შვილების დახრჩობა სცადა. ქალს უმცროსი შვილი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში უფროს შვილზე ჰყავდა მიბჯენილი და და უცნობ ლოცვებს კითხულობდა. ექიმებმა ბავშვები გასინჯეს; მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქალმა თვითმხილველებს განუცხადა, რომ ყირიმიდან ჩამოვიდა და ქმრის ღალატის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა, ხოლო მშობლები გარდაეცვალა. ქალი პოლიციამ დაკაავა. […]

Continue Reading