ტიბეტის მთიან რეგიონში 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომლის შედეგადაც სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა. ეპიცენტრი ბაჩენის ოლქში, ნაგჩუს ქალაქში იყო, რომელიც ტიბეტის დედაქალაქ ლჰასიდან 400 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
სულ მცირე 65 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 11 მძიმედ.
სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად და სასწრაფო დახმარების გასაწევად ბაჩენში 300-ზე მეტი პოლიციელი გაგზავნეს. 12 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.
მიწისძვრამ დაანგრია სულ მცირე 339 სახლი და 20 პირუტყვის დამხმარე შენობა. ზოგიერთ რაიონში შეფერხდა ტელეფონისა და ელექტროენერგიის მიწოდება.
ინდოეთისა და ევრაზიის ტექტონიკური ფილების შეჯახების გამო ტიბეტის პლატოზე მიწისძვრები რეგულარულად ხდება. 2025 წლის იანვარში, სამხრეთ ტიბეტში, ტინგრის ოლქში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ სულ მცირე 126 ადამიანი იმსხვერპლა.



