2020 წლის სამამულო ომის დროს აზერბაიჯანმა სომხური საოკუპაციო ძალები განდევნა დაკავებული ტერიტორიებიდან და გაათავისუფლა 300-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ბრძოლის ველზე. ამსი შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციის (CICA) მე-7 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“სამამულო ომში გამარჯვებიდან სამი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი ცდილობდა თავისი სუვერენიტეტის სრულად აღდგენას მშვიდობიანად, ხოლო სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტა გამოიყენა, როგორც შესაძლებლობა, აღედგინა თავისი სამხედრო პოტენციალი და, თავისი ახალი დასავლელი მფარველების მხარდაჭერით, კვლავ შეუტია აზერბაიჯანს.
სწორედ ეს დაიწყო 2023 წლის სექტემბერში და შემდეგ აზერბაიჯანელი ჯარისკაცის რკინის მუშტი კვლავ ალაპარაკდა. სომხური საოკუპაციო არმია ყარაბაღში მთლიანად დამარცხდა“ – განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანს მინიმალური დრო დასჭირდა თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღსადგენად, რითაც სეპარატიზმს ბოლო მოეღო.
„24 საათზე ნაკლებ დროში ყარაბაღში სომხური საოკუპაციო არმია მთლიანად დამარცხდა. აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რითაც ბოლო მოეღო სეპარატიზმს, ხოლო სეპარატისტი ლიდერები, ომის დამნაშავეები და ბავშვთა მკვლელები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“ – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის ლიდერმა ანალოგია გაავლო ნიურნბერგის ტრიბუნალთან და აღნიშნა, რომ ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ამჯერად, ბრალდებულთა სკამზე სომეხი ფაშისტები აღმოჩნდნენ და არა გერმანელები.
მანვე გაიხსენა ოკუპაციის დროს აზერბაიჯანის მიმართ მუქარა.
„ისინი, ვინც გვემუქრებოდნენ, რომ ტანკებით ჩამოვიდოდნენ, ბაქოს დაიკავებდნენ და აქ ჩაის დალევდნენ, ახლა ჩვენს ციხეებში აზერბაიჯანულ ჩაის სვამენ. მათი ტანკები ომის ალაფის პარკშია გამოფენილი“ – თქვა ალიევმა.
მისი განცხადებით, ვიდრე არ შემუშავდება მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გაეროს უშიშროების საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების შესრულებას, ომები და კონფლიქტები გაგრძელდება და ახალი კონფლიქტები წარმოიქმნება.


