პაპმა ლეონ XIV-მ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ფილტვის კვანძის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ მან დღეს მორწმუნეებს განუცხადა.
„ბოლო სამედიცინო გამოკვლევების დროს ექიმებმა ჩემს ფილტვში ლოკალიზებული კვანძი აღმოაჩინეს“, – განაცხადა პაპმა. მან დასძინა, რომ კვანძი ძალიან ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს, ექიმებმა ოპერაცია მიზანშეწონილად მიიჩნიეს და მან, მათი რჩევის გათვალისწინებით, მისი ამოკვეთა გადაწყვიტა.
ოპერაცია რომის გემელის საავადმყოფოში ჩატარდება. ვატიკანის პრესმდივანმა განმარტა, რომ პროცედურა კვირის პირველ დღეებშია დაგეგმილი და გამოჯანმრთელებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.


