ახალ საერთაშორისო რეიტინგში ბულგარეთის დედაქალაქი სოფია 2027 წლისთვის ევროპის საუკეთესო ქალაქად დასახელდა ხანმოკლე დასვენებისთვის (city break).
პლატფორმა “European Best Destinations”-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც “სრულიად განსხვავებული ხასიათის” 10 ქალაქს აერთიანებს, ბულგარეთის დედაქალაქმა პირველი ადგილი “ანტიკური ისტორიის, თანამედროვე კულტურისა და მთების” წყალობით დაიკავა, რაც “განსაკუთრებით მიმზიდველ სინთეზს” ქმნის.
ლისაბონი, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ სამოგზაურო მიმართულებად აღიარეს, სიაში მეორე ადგილზე გავიდა. მოწინავე ხუთეული კოპენჰაგენმა, კანმა და ბაზელმა შეავსეს.
რეიტინგი 33-დღიან გამოკითხვას ეფუძნება, რომელშიც “European Best Destinations”-ის 11 614-მა გამომწერმა მიიღო მონაწილეობა. თითოეულ რესპონდენტს შეეძლო ხმა დამოუკიდებელი თრეველ-ჟურნალისტების მიერ შერჩეული 64 ევროპული მიმართულების სიიდან სამი ქალაქისთვის მიეცა. საუკეთესო ათეული სწორედ მიღებული ხმების მიხედვით დაკომპლექტდა.
“იდეალური ხანმოკლე მოგზაურობა გაძლევთ უამრავ გასაკეთებელ საქმეს და საკმარის დროს მისით დასატკბობად”, – აცხადებენ “European Best Destinations”-ში. – “აქ მოიძებნება ადგილი რომანტიკული თავგადასავლისთვის, მეგობრებთან ერთად უქმეების გასატარებლად, ზღვის სანაპიროზე რამდენიმე დღით დასასვენებლად თუ განსაკუთრებული თარიღის გამორჩეულად აღსანიშნავად”.
ევროპის საუკეთესო 10 ქალაქი ხანმოკლე მოგზაურობისთვის (2027):
- სოფია, ბულგარეთი
- ლისაბონი, პორტუგალია
- კოპენჰაგენი, დანია
- კანი, საფრანგეთი
- ბაზელი, შვეიცარია
- ბრისტოლი, გაერთიანებული სამეფო
- ლოვენი, ბელგია
- მილანი, იტალია
- კალპე, ესპანეთი
- ვერონა, იტალია



