პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე – ვის მკვლელობაშია დაკავებული ეჭვმიტანილი

დღის სიახლეები უცხოეთი

ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, პოლონეთში დააკავეს რუსი მხატვრის სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილი. ამის შესახებ დაზვერვის კოორდინატორმა ტომაშ სიმონიაკმა განაცხადა.

დაკავებული 22 წლისაა და საქართველოს მოქალაქეა. სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

2026 წლის 15 ივნისს, რუსი მხატვარი სემიონ სკრეპეცკი აღმოსავლეთ პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლასკაში მოკლეს. მკვლელობაში ბრალი წაუყენეს საქართველოს მოქალაქეს. პროკურატურის ინფორმაციაში მისი სახელი აღნიშნულია როგორც „ელნურ ა.“. ბრალდების დოკუმენტში ნათქვამია, რომ მან სკრეპეცკის ხუთჯერ ესროლა. პოლონური მედია იუწყებოდა, რომ დაკავებულის ქართული პასპორტი ყალბი იყო და ის სინამდვილეში ჩეჩნეთის მკვიდრი იყო. დაკავების შემდეგ, ეჭვმიტანილმა უარყო დანაშაული და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. ამჟამად ის პატიმრობაშია.
სემიონ სკრეპეცკი რუსი მხატვრის, რობერტ კუზოვკოვის მხატვრული ფსევდონიმია. ის ცნობილი გახდა თავისი კარიკატურებით, მათ შორის პოლიტიკური კარიკატურებით: მან დახატა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და ალექსანდრე ლუკაშენკო. 2021 წელს მან რუსეთი დატოვა და პოლონეთში ემიგრაციაში წავიდა.
მკვლელობამდე სამი დღით ადრე, 12 ივნისს, რუსეთის დღეს, სკრეპეცკი პიკეტზე გავიდა  ფეხსაცმლით, შარვალზე მიბმული რუსული დროშით და სტალინისა და პუტინის გამოსახულებიანი ხატის სტილის ნახატით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *