ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთს საზღვრების დახურვისკენ და „სიტუაციის კონტროლის ქვეშ აყვანისკენ“ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
“საფრანგეთი ცეცხლშია! სრულიად სხვა სამყაროდან ჩამოსული ადამიანების იმიგრაციამ, გულში სიძულვილით სავსე ადამიანებმა, ეს ოდესღაც დიდი ქვეყანა გაანადგურა. დახურეთ საზღვრები და აიღეთ კონტროლი, სანამ გვიან არ არის!” – წერს ტრამპი.
საფრანგეთში მაღალი ფასების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება, რასაც თან ახლავს პოლიციასთან შეტაკებები, ცეცხლის წაკიდება და ნტვრევა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ბოლო მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1800-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
ამ ფონზე, დღეს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზის დროით რვა საათზე ერს მიმართავს.



