დიდი ოცეულის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვის გამო, ტრადიციული ფოტოსესია გააუქმეს – bloomberg

დღის სიახლეები უცხოეთი

აშშ-ის ქალაქ ატლანტაში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზატორებმა ჯგუფური ფოტოსესია გააუქმეს, რადგან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა უარი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ფოტოს გადაღებაზე. ამის შესახებ bloomberg წერს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმაც გააპროტესტა. მან განაცხადა, რომ „რუსეთთან ჩვეული რიტმის შენარჩუნება შეუძლებელია“.

„ჩვენი უთანხმოებები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა განვიხილოთ, სწორედ ამიტომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი. თუმცა, ასევე უნდა ავიცილოთ თავიდან ცრუ ვიზუალური სიგნალების გაგზავნა“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *