რუსი ტურისტებისთვის ოკუპირებული აფხაზეთი მეორე – დანარჩენი საქართველო მეოთხე ადგილზეა

დღის სიახლეები უცხოეთი

რუსული ტურისტული სერვისის, Tutu-ს კვლევის თანახმად, 2026 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტულ მოგზაურობებზე რუსეთის მოთხოვნა, თითქმის, გაორმაგდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სერვისის თანახმად, ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობებზე მოთხოვნა 2025 წელთან შედარებით 11.1%-ით გაიზარდა. სამი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო მიმართულება იყო თურქეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ტაილანდი.

თურქეთმა შეინარჩუნა პირველი ადგილი ბილეთების გაყიდვების 25.2%-იანი ზრდით, ხოლო ტაილანდში მოგზაურობის მოთხოვნა წინა წელთან შედარებით 18%-ით შემცირდა. საქართველომ ტოპ ათეულში მეოთხე ადგილი შეინარჩუნა.

აზიურ მიმართულებებს შორის, ჩინეთი 67.2%-ით, ვიეტნამი კი 60%-ით გაიზარდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მნიშვნელოვანი, 46.7%-იანი კლება დაფიქსირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *