ბექჰემი შესაძლოა ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს

დღის სიახლეები უცხოეთი

ინგლისის ყოფილმა ფეხბურთელმა და „ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა დევიდ ბექჰემმა, შესაძლოა, ფიფას პრეზიდენტად იყაროს კენჭი, იტყობინება Sky Sports. უეფა მზადაა მხარი დაუჭიროს მის კანდიდატურას.

51 წლის ბექჰემი მსოფლიო ვარსკვლავად, პოპ-კულტურის ხატად და წარმატებულ სპორტულ მოღვაწედ ითვლება.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის მარტში, მაროკოში გაიმართება, განაცხადების მიღება კი 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფიფას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ადრე გამოაცხადა, რომ ხელახლა იყრის კენჭს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *