სმარტფონები და ძვირადღირებული სუნამოები შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ფსკერზე აღმოჩნდეს.
სავარაუდოდ, დუბაიში ტრანზიტით მოძრავი კონტეინერმზიდი GFS Pride ჰორმუზის სრუტეში თავდასხმის შემდეგ ჩაიძირა.
გემს 2500-ზე მეტი კონტეინერი გადაჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, ტვირთში შესაძლოა დუბაიდან გამოგზავნილი iPhone-ები და ძვირადღირებული სუნამოები ყოფილიყო.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ზარალი შესაძლოა მილიონობით დოლარს შეადგენდეს. თუმცა, ჩაძირვის, ინციდენტის მიზეზისა და ტვირთის შემადგენლობის დეტალები ოფიციალურად დასადასტურებელია.


