სამხრეთ აფრიკა სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს საქართველოს მიმართულებით ბაობაბის ხეების დაუდგენელი ექსპორტიორის წინააღმდეგ

დღის სიახლეები უცხოეთი

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, საწყობში ხუთი დიდი ბაობაბის ხე რჩება, რომელთა საქართველოში ექსპორტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები შესაძლო დანაშაულის ფაქტს იძიებენ.

ამის შესახებ OC Media-ს საწყობის მფლობელმა განუცხადა.

სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (DFFE) ინფორმაციით, ხეების ექსპორტისთვის მოქმედი ლიცენზია გაცემული არ ყოფილა. უწყებამ ექსპორტიორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა მის ვინაობას არ ასაჯაროებს.

ბაობაბი აფრიკაში გავრცელებული ხის სახეობაა, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობამ შესაძლოა 2 000 წელს მიაღწიოს.

ამ დროისთვის ხუთივე ხე დურბანის საწყობში რჩება, ხოლო მათი საქართველოში ექსპორტთან დაკავშირებული საქმის გამოძიება გრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *