მომაკვდინებელი დიაგნოზის მქონე მამაკაცმა რამდენიმე მილიონი იპოვა და სიცოცხლე გაიხანგრძლივა – მედია

დღის სიახლეები უცხოეთი

იაპონელ მამაკაცს უთხრეს, რომ მას კიბო ხელახლა განუვითარდა და ექიმების პროგნოზით  ორი-სამი თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ამ ამბის შემდეგ, ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ქუჩებში უმიზნოდ ხეტიალი დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Japan Today წერს.

ერთ დღეს მან შენიშნა, რომ ინკასაციის თანამშრომელს ნაღდი ფულით სავსე ტომარა დაუარდა. ცნობისმოყვარეობის გამო, მან აიღო ტომარა და შიგნით 22 მილიონი იენი აღმოაჩინა. მამაკაცმა ეს ღვთის საჩუქრად მიიჩნია და ფულის ხარჯვა დაიწყო.

შემდეგი ოთხნახევარი თვის განმავლობაში ის არა მხოლოდ გადარჩა, არამედ ფულის უმეტესი ნაწილი – 18 მილიონი მკურნალობასა და მოგზაურობაში დახარჯა. მოგვიანებით ის იპოვეს და დააკავეს, სასამართლომ კი მას კომპანიის ვალის გადახადა დაავალდებულა. შედეგად, მას ახლა 2076 წლამდე მოუწევს ცხოვრება, რათა სრულად დაფაროს ვალი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *