მძარცველებმა პარიზში გაძარცვული ბუტიკებიდან მოპარული ნივთების გაყიდვა დაიწყეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი ვიდე ვრცელდება.
გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ მოპარული კოსმეტიკა, დიზაინერული ტანსაცმელი და სხვადასხვა აქსესუარები მასობრივად ჩნდება, მათ შორის, ონლაინ პლატფორმებზეც.
გამყიდველები გულწრფელად აცხადებენ, რომ მათი საქონელი არეულობის დროს იქნა მოპოვებული. ქუჩაში გამყიდველები კი ნივთებს საკუთარ ტანზე იკრავენ, რათა თავიდან აიცილონ მათი ხელახლა მოპარვა.
ამჟამად ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ დახუროს ეს „ბიზნესი“.



