Google-მა ტრამპს უარი უთრა – რას ითხოვდა ამერიკის პრეზიდენტი

დღის სიახლეები უცხოეთი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან Google Maps-ს დაურეკა და სთხოვა, ატლანტის ოკეანისთვის სახელი „ტრამპის ოკეანე“ დაერქმიათ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ, უარი თქვა მოთხოვნაზე და განმარტა, რომ ოკეანეები მრავალ ქვეყანას მოიცავს. საბოლოოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ამ იდეაზე უარს იტყვის.

შეგახსენებთ, დაახლოებით 10 დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ონტარიოს ტბისა და მექსიკის ყურის სახელების შეცვლის გადაწყვეტილების შემდეგ, კიდევ რამდენიმე წყალსატევის სახელების გადარქმევის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

„ჩვენ უკვე გვაქვს ყურე. ჩვენ გვაქვს ლამაზი ტბა. ახლა კი ვიღაცამ გვითხრა: „თქვენ გჭირდებათ მდინარე. ჩვენ გვჭირდება მდინარე. ჩვენ გვჭირდება ოკეანე“, – თქვა ტრამპმა.

მისი შეთავაზება იყო ატლანტის, ან წყნარი ოკეანისთვის სახელის გადარქმევა და დასძინა, რომ ახალი სახელი შესაძლოა, სწორედ მას უკავშირდებოდეს.

„ჩვენ მას „ტრამპის ოკეანეს“, ან „ამერიკის ოკეანეს“ დავარქმევთ“, – განაცხადა მან მიტინგზე სიცილისა და აპლოდისმენტების ფონზე.

„ვფიქრობ, სანამ წავალ, ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი ოკეანე. და ჩვენ გვჭირდება დიდი მდინარე“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *