ეგვიპტეში მომხდარი მასშტაბური საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. კაირო-ასიუტის დასავლეთ უდაბნოს გზატკეცილის 55-ე კილომეტრზე სამგზავრო ავტობუსი მძიმე სატვირთო მანქანას შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსის მგზავრები ძირითადად ტურისტები იყვნენ. ავარია გიზაში მიმავალი რეგიონალური გზის შესასვლელთან მოხდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ოცდარვა ეკიპაჟი გაიგზავნა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ ახლომდებარე საავადმყოფოები საგანგებო სიტუაციებში გადაიყვანა, რათა ყველა დაშავებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია.



